ბარსელონას ობამეიანგის შენარჩუნება ურჩევნია

ბარსელონას ობამეიანგის შენარჩუნება ურჩევნია

ფეხბურთელების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად, "ბარსელონას" მოთამაშეების გასხვისებაც სჭირდება, რათა სახელფასო ფონდი შეამციროს. კლუბი მემფის დეპაისა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის გაშვებასაც განიხილავს, თუმცა ერთ-ერთი მათგანის შენარჩუნება მაინც სურს.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, არჩევანი გაბონელზე გაკეთდება. მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონა" დეპაის უფასოდ უშვებს, ობამეიანგის ტრანსფერში კი თანხის მიღება შეუძლია, კლუბს მაინც ამ უკანასკნელის შენარჩუნება ურჩევნია. ჩავი ერნანდესი 33 წლის თავდამსხმელს სპორტული პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად მოიაზრებს, წასვლა არც თავად ფეხბურთელს სურს.

ობამეიანგის შეძენით "ჩელსი" ინტერესდება, მისი დამატება "ლურჯების" თავკაცს, თომას ტუხელს სურს. რაც შეეხება მემფისს, დიდი ალბათობით, ნიდერლანდელი კარიერას "იუვენტუსში" გააგრძელებს.

"ბარსელონა" იმედოვნებს, რომ მეოთხე ეკონომიკური ბერკეტის გააქტიურებით ახალწვეულების დარეგისტრირებას შეძლებს და სხვა მოთამაშეების გასხვისება აღარ მოუწევს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 11 აგვისტო 2022 15:58
    0
    ორი დღე რჩება და როდისღა დაარეგისტრირებენ.
    Culé [?]
    #4 11 აგვისტო 2022 12:37
    5
    ობა ისეთი თემაა. უპრობლემოდ რო შეცვლის საჭირო დროს დემბოსაც, რაფოსაც და ლევანასაც დაჟე. არც კი დაგვძაბას ისე გაართმევს თავს ობა.
    ფანი [?]
    #3 11 აგვისტო 2022 12:01
    2
    Ობამეიანგი აუცილებლად უნდა დარჩეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 აგვისტო 2022 11:20
    5
    ობამა საჭირო კაცია დ აარ ღირს მაგისი გაშვება, თან დეპაიც მიდის და მაგის ფონზე მითუმეტეს
    ფანი [?]
    #1 11 აგვისტო 2022 11:19
    2
    🔵 ჩელსი თანახმაა ფრენკი დე იონგის სანაცვლოდ ნებისმიერი თანხა გადაიხადოს თუ ფეხბურთელი ტრანსფერზე თანახმა იქნება ‼️

    🔸 როგორც ლონდონელები, ასევე ბარსაც მოლოდინის რეჟიმშია - ფეხბურთელს კი ორი ვარიანტი აქვს: ხელფასის საგრძნობლად შემცირება და დარჩენა ან კლუბის დატოვება ✔️