ჟერარ რომერო ბარსელონაზე
ცნობილი ჟურნალისტი, ჟერარ რომერო "ბარსელონაზე" საუბრობს და აცხადებს, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი დღეები გველის.
დე იონგი & ობამეიანგი | "ჩელსის" ორივე მათგანის შეძენა სურს. რამდენიმე საათში ბევრი რამ გადაწყდება.
"ბარსა" და "ჩელსი" ნიდერლანდელის ტრანსფერზე შეთანხმებას უახლოვდებიან - ლონდონური კლუბი მის შესაძენად ყველაფერს აკეთებს.
"ბარსელონას" პოზიცია ნათელია: დე იონგმა ან ხელფასი უნდა დაიკლოს, ან წავიდეს, რადგან გუნდში მისი ადგილი არ იქნება.
ნიკო | ნიკო გონსალესმა, კლუბის ნებართვით, სიუტატ ესპორტივა დატოვა და ჩავის ხელმძღვანელობით არ ივარჯიშებს, რათა "ვალენსიაში" იჯარით გადასვლის საკითხი მოაგვაროს.
როგორც მოსალოდნელია, 20 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის.
სიუტატ ესპორტივა | მატეუ ალემანიმ კლუბის ოფისი დატოვა, ცოტა ხანში კი ბაზაზე ლამბორგინი შევიდა. ჯერჯერობით, არ ვიცით, ვინ ზის ავტომობილში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]