დეპაი, ბრეითუეიტი და უმტიტი ბარსელონას უფასოდ დატოვებენ

ფაბრიციო რომანოს ცნობით, "იუვენტუსს" მემფის დეპაის ტრანსფერის დაჩქარება სურს. მისი შეძენისთვის მხოლოდ "იუვე" იბრძვის, "ტოტენჰემი" ან თურქული კლუბები გამორიცხულია.
იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონი" ნიდერლანდელის წარმომადგენლებთან 2-წლიან კონტრაქტს განიხილავენ. როგორც კი მემფისს მათი შეთავაზება დააკმაყოფილებს, თანახმა იქნება, "ბარსელონასთან" არსებული ხელშეკრულება გაწყვიტოს.
ამასთან, როგორც Sport იტყობინება, "ბარსას" უფასოდ დატოვებენ მარტინ ბრეითუეიტი და სამუელ უმტიტიც და მათ კონტრაქტებში დარჩენილი წლების გათვალისწინებით, გარკვეულ კომპენსაციას მიიღებენ.
"ბარსელონა" გეგმავს, ახალწვეულები რაც შეიძლება მალე დაარეგისტრიროს და შემდეგ დეპაის, ბრეითუეიტისა და უმტიტის საკითხი საბოლოოდ მოაგვაროს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]