ფრენკი დე იონგი ხელფასის შემცირებას გამორიცხავს
ფრენკი დე იონგის პრობლემა ისევ მოუგვარებელი რჩება.
"ბარსელონას" ნიდერლანდელი ნახევარმცველის შენარჩუნება სურს, მაგრამ მნიშვნელოვნად შემცირებული ხელფასით. თუ ფრენკი ანაზღაურებას არ შეიმცირებს, მაშინ კატალონიელებს უნდათ, რომ მან გუნდი დატოვოს.
ცნობილია, რომ 25 წლის ფეხბურთელს არც ხელფასის შემცირება სურს და არც "ბარსელონას" დატოვება იმის მიუხედავად, რომ მისი კონტრაქტი ერთ-ერთია იმ ოთხიდან, რომელთა გარშემოც ახალი სკანდალია ატეხილი.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, როჟერ ტორელიოს ინფორმაციით 0% არის იმის შანსი, რომ ფრენკი ხელფასის შემცირებას დასთანხმდეს. ის აპირებს, გუნდში მოქმედი კონტრაქტის ბოლომდე, 2026 წლამდე ამჟამინდელი პირობებით დარჩეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]