გატუზომ ნიკოს დაურეკა, ტრანსფერზე ყველაფერი შეთანხმებულია

გატუზომ ნიკოს დაურეკა, ტრანსფერზე ყველაფერი შეთანხმებულია

ავტორიტეტული სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ნიკო გონსალესის "ვალენსიაში" გადასვლასთან დაკავშირებით განახლებულ ცნობებს ავრცელებს.

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ყველაფერი შეთანხმებულია და ნიკო "ვალენსიაში" ერთწლიანი იჯარით მალე გადავა. "ღამურებს" ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

რომანოს ცნობით "ვალენსიას" დამრიგებელმა, ჯენარო გატუზომ ნიკოს პირადად დაურეკა, სპორტული პროექტი გააცნო და სათამაშო დროის მიღების გარანტია მისცა.

ტრანსფერის საბოლოოდ გაფორმებამდე კი ნიკო "ბარსასთან" ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #4 10 აგვისტო 2022 17:23
    0
    Იმედია გარანტირებული ექნება სათამაშო დრო და არ გაფუჭდება
    ფანი [?]
    #3 10 აგვისტო 2022 13:36
    1
    სკამზე არ გაახმობს იმედია, სათამაშო დროის გარანტია არვიცი მე, ძირითადში რომ დავინახავ მერე დავიჯერებ :დდდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 აგვისტო 2022 12:00
    0
    იმედია ამ ერთ წელში არ გააფუჭებენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 აგვისტო 2022 11:04
    0
    იმედია არ გაფუჭდება ეს ბიჭი, დააბრუნებენ და ითამაშებს კიდეც, ნიჭიერია და მონაცემებიც კარგი აქვს