მესის კარიერის ბარსელონაში დასრულება სურს | კატალონიის რადიო

ლიონელ მესის "ბარსელონაში" დაბრუნება და კარიერის საყვარელ გუნდში დასრულება სურს. ინფორმაციას ამის შესახებ კატალონიის რადიო ავრცელებს.
წყაროს ცნობით მესის "ბარსელონაში" დაბრუნებასთან დაკავშირებით მის გარემოცვასა და კლუბს შორის მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს. "ბარსელონას", მის პრეზიდენტ ლაპორტასა და თავად მესის სურთ, რომ ფეხბურთელმა კარიერა სწორედ "ბლაუგრანაში" დაასრულოს.
საუბარი მესის 2023 წელს დაბრუნებაზეა. ერთი წლის შემდეგ ლეოს "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი უმთავრდება. მას უფლება აქვს, ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივოს და სანაცვლოდ დიდ თანხასაც მიიღებს, მაგრამ გავრცელებული ცნობებით არგენტინელს "ბარსელონაში" დაბრუნება ურჩევნია.
აქამდე არსებული ვერსიით მესი პსჟ-დან "ინტერ მაიამიში" გადასვლასა და კარიერის ამერიკაში დასრულებაზე ფიქრობდა. ეს ვარიანტი გამორიცხული არც ახლაა, მაგრამ აქტუალობას კარგავს, რადგან ლეოს "ბარსაში" დაბრუნება უფრო და უფრო რეალისტური ხდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]