კუნდე დღეს მაქსიმუმ ერთ ტაიმს ითამაშებს

კუნდე დღეს მაქსიმუმ ერთ ტაიმს ითამაშებს

დღეს "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" სეზონის პირველ თამაშს გამართავს. კატალონიური გუნდი გამპერის თასზე "პუმასს" უმასპინძლებს.

"ბლაუგრანაში" ერთ დებიუტს ველით - ჟიულ კუნდეს. მცველს, რომელიც "ბარსამ" დიდი იმედებით შეიძინა, გულშემატკივარი ჩვენი გუნდის მაისურით მოედანზე დღეს პირველად ნახავს.

Mundo Deportivo-ს ცნობით კუნდე სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება და ეს გასაკვირი არცაა. საქმე ისაა, რომ ფრანგმა უკანახაზელმა ტრავმა ცოტა ხნის წინ მოირჩინა და მართალია, რამდენიმე ვარჯიში უპრობლემოდ ჩაატარა, მაგრამ 100%-ით მზად ჯერ კიდევ არაა.

კატალონიური გამოცემის ინფორმაციით კუნდეს მეორე ტაიმში ვიხილავთ. ის ან მთელ ტაიმს ითამაშებს, ან უფრო ნაკლებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #4 7 აგვისტო 2022 23:45
    0
    Საერთოდ ნუ ითამაშებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 7 აგვისტო 2022 15:32
    1
    მაგასაც ნუ ათამაშებთ, ახალი შარი არავის უნდა.
    Culé [?]
    #2 7 აგვისტო 2022 14:41
    1
    სუ ნუ უთამაშია ამ თვეში, მთავარია არ გაუმეორდეს ტრავმა
    --------------------
    ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონიააააააააააა

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 აგვისტო 2022 14:33
    0
    არ უნდა გავრისკოთ ნაღდად გამპერის თასის გამო, იმ ერთ ტაიმშიც გვაჩვენებს რა შეუძლია