ბარსელონას სავარაუდო შემადგენლობა გამპერის თასისთვის

ბარსელონას სავარაუდო შემადგენლობა გამპერის თასისთვის

დღეს "ბარსელონა" გამპერის თასზე თამაშობს. ეს ტურნირი ამხანაგურია, მაგრამ ყოველთვის განსაკუთრებულია ხოლმე, რადგან სწორედ ამ დღეს ხედავს "კამპ ნოუ" ახალი სეზონის "ბარსელონას" პირველად.

Sport და Mundo Deportivo "ბარსელონას" სავარაუდო შემადგენლობებს გვთავაზობენ. კატალონიური გამოცემები 10 ფეხბურთელზე თანხმდებიან, ერთ პოზიციაზე კი მათ განსხვავებული აზრი აქვთ.

Sport: ტერ შტეგენი, არაუხო, გარსია, კრისტენსენი, ალბა, ბუსკეტსი, გავი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, ფატი.

Mundo Deportivo: ტერ შტეგენი, არაუხო, გარსია, კრისტენსენი, ალბა, ბუსკეტსი, კესიე, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, ფატი.

სტუმარ გუნდში დანი ალვესის საკითხი გვაინტერესებს და ორივე გამოცემის ვერსიით "ბარსას" ბრაზილიელი ლეგენდა არა დაცვის მარჯვენა ფლანგზე, არამედ ნახევარდაცვის ცენტრში ითამაშებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #8 7 აგვისტო 2022 13:30
    1
    არ მგონია არაუხო ლალიგის თამაშებშიც მანდ იდგეს. ალბათ ამ პრესეზონის თამაშებს მაქსიმალურად იყენებს ჩავი რო როცა საჭირო იქნება არაუხო მარჯვენა მცველის პოზიციაზე უფრო გაშინაურებული იყოს და კომფორტულად იგრძნოს თავი. სად პირდაპირ უცებ რო შეგაგდებენ სხვა პოზიციაზე და სად რამდენიმე თამაში რო ჩატარებული გაქვს და იცი რა გევალება
    წევრი [?]
    #7 7 აგვისტო 2022 12:59
    0
    გამპერის თასი არა შაშვი მგალობელი, არ შეაკვდებიან მოსაგებად იმედია

    ციტატა: GIo-GxP-FCB
    ამ გარსიაში რა მოსწონს ჩავის ვერ ვხვდები

    ბურთთან კარგია და პრესინგის დაძლევა შეუძლია რაც ბარსელონას სტილში ჯდება მაგრამ სხვა მხრივ რა მოგახსენო 😀 მე უფრო ჯანზე ვარ ვიდრე ეგ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 7 აგვისტო 2022 12:50
    0
    ამ გარსიაში რა მოსწონს ჩავის ვერ ვხვდები
    --------------------
    5:0
    Messi 600
    #20 Cule from 2002
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 7 აგვისტო 2022 12:46
    0
    შტეგენი
    არაუხო-კრისტენსენი-კუნდე
    რაფინია-ბუსკეცი-პედრი-ალბა
    დემბელე-ლევანდოვსკი-ტორესი

    ასე თუ დააყენებს შემადგენლობას საინტერესო იქნება, ტორესი კი ძაან დაიჩაგრა, შანსი საერთოდ არ მისცემია პრესეზონზე და ახლა უნდა ათამაშონ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 7 აგვისტო 2022 11:52
    3
    არაუხოს თუ მართლა მარჯვნივ აყენებდა ძაან ცუდია, ტიპი დაცვაში კი კარგია მაგრამ შეტევაში ვერ ერთვება, მაგისი მარჯვნივ დაყენება შეიძლება რეალთან ან სხვა გრანდებთან სადაც დესტს და რობერტოს ვერ ენდობი, დანარჩენ შემთვხვევაში სულ ცენტრში უნდა იდგეს თირემ გააფუჭებენ ამ ბიჭს
    ფანი [?]
    #3 7 აგვისტო 2022 10:56
    2
    გავი და პედრი ერთად ძაან სისულელეა რა ცენტს ვერ ვიჭერთ ეგ ორი ერთად რო არიან
    ფანი [?]
    #2 7 აგვისტო 2022 10:50
    2
    Აუ მემგონი მართლა მარჯვენა მცველად აქცევს ჩავი არაუხოს, ტეხავს რაა, არადა ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი შეიძლება გახდეს და იმის გამო რომ მარჯვნივ არავინ გვყავს ეგ ცხოველი ფუჭდება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 აგვისტო 2022 10:17
    2
    აქაც ორი შემადგენლობით ითამაშებენ თუ ჩვეულებრივად 5 შეცვლით.