მირალემ პიანიჩი რჩება

ხავი მიგელის ინფორმაციით, მირალემ პიანიჩი "ბარსელონაში" რჩება.
ჩავი ერნანდესმა ბოსნიელს ამის შესახებ ოთხშაბათს შეატყობინა. მწვრთნელი ვეტერანი ნახევარმცველის პერფორმანსითა და პროფესიონალიზმით კმაყოფილი დარჩა და გადაწყვიტა, მისთვის შანსი მიეცა. ჩავი მას სერხიო ბუსკეტსის დუბლიორად განიხილავს.
პიანიჩს "ბარსასთან" კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, თუმცა, მან ხელშეკრულების გადახედვასა და ხელფასის შემცირებაზე თანხმობა განაცხადა.
მირალემის დარჩენის გამო, იანვარში, შესაძლოა, ნიკო გონსალესმა გუნდი იჯარით დატოვოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]