ჩავი ერნანდესი: გუნდი კარგ ფორმაშია

ჩავი ერნანდესი "პუმასთან" ხვალ გასამართი მატჩის წინ Barça TV-სთან კომენტარს აკეთებს:
გუნდი კარგ ფორმაშია. სავარჯიშო სესიებზე შესანიშნავი განწყობა სუფევს. ამერიკული ტურის შემდეგ, მთელი კვირაა, საკმაოდ ინტენსიურად ვვარჯიშობთ. მთავარი კი ის გახლავთ, რომ ფორმა შევინარჩუნოთ.
პოზიტიური ატმოსფერო შევქმენით და ეს ლევანდოვსკის პრეზენტაციაზეც ვიხილეთ - გვინდა, "ბარსას" ქომაგებს სიხარული დავუბრუნოთ. წლევანდელი მიზანი ტიტულების მოგება, სანახაობრივი ფეხბურთის თამაში და ხალხის გახარებაა.
გამპერის თასის დიდხნიანი დავიწყებას შემდეგ, გულშემატკივრების მხარდაჭერა გვჭირდება. შევეცდებით, ყველა გავართოთ და ფანები სიამაყით ავავსოთ.
პრესეზონის დასკვნით ეტაპზე ვართ და კარგი იქნება, თუ როტაციას მივმართავთ. ასევე, დანი ალვესს უნდა დავემშვიდობოთ. ის გასული თვეების განმავლობაში ძალიან გვეხმარებოდა და ამ პატივს იმსახურებს - აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტსაც ვესაუბრე.
"პუმასი" მაღალ ტემპში თამაშით გამოირჩევა - ეს გუნდი მატჩების მიმდინარეობისას რიტმს არ კარგავს. მექსიკელებს კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავთ, განსაკუთრებით კი დანი ალვესი და სალვიო უნდა ვახსენოთ. "პუმასი" რთული და საშიში მეტოქე იქნება.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 12 ]