ბარსელონამ კიდევ ერთი სპონსორი იპოვა

"ბარსელონა" და უკრაინული კრიპტოვალუტის კომპანია WhiteBIT თანამშრომლობის აპირებენ.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან და საბოლოო დეტალებს აგვარებენ - კატალონიური კლუბი სეზონურად, დაახლოებით, €20 მილიონს მიიღებს.
აღნიშნული წყაროს თანახმად, WhiteBIT "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კიდევ ერთი სპონსორი იქნება და ამ კომპანიის ლოგო მაისურის სახელოსა და უკანა მხარეზე გამოჩნდება. ასევე, შესაძლოა, კონტრაქტში "ბარსას" ქალთა გუნდიც გაითვალისწინონ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]