ბარსელონას განაცხადი პუმასთან მატჩისთვის 🏆

ხვალ, თბილისის დროით 22:00 საათზე, "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" მექსიკურ "პუმასს" უმასპინძლებს.
ჩავი ერნანდესი აღნიშნული მატჩისათვის კატალონიელთა 31-კაციან განაცხადს ასახელებს:
ტერ შტეგენი, პენია, ტენასი; დესტი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, პიკე, გარსია, უმტიტი, ალბა, ბალდე; რობერტო, ბუსკეტსი, პიანიჩი, პედრი, ნიკო, დე იონგი, კესიე, გავი, კოლიადო, ტორე; დემბელე, რაფინია, ლევანდოვსკი, ობამეიანგი, ტორესი, ფატი, დეპაი, ბრეითუეიტი, ეზ აბდე.
განაცხადს მიღმა მხოლოდ ნეტუ დარჩა - ბრაზილიელი მეკარის "ბორნმუთში" გადასვლა გადაწყვეტილია, რის გამოც ჩავიმ ის არ გამოიძახა. შესაბამისად, სიუტატ ესპორტივაზე გამართულ დილის სავარჯიშო სესიაზე, გამპერის თასისთვის მოსამზადებლად, მურარას გარდა ყველა ფეხბურთელი გამოცხადდა.
ახალი სეზონის დაწყებამდე ეს მატჩი "ბარსასთვის" ბოლოა. 13 აგვისტოს ჩავის შეგირდებს პირველი ოფიციალური შეხვედრა ("რაიო ვალიეკანოსთან") ელით.
"პუმასთან" დაპირისპირების საყურებელი ლინკების ხილვა Livetv.ge-ზე შეგეძლებათ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 9 ]