დეკუმ რაფინიას ბარსელონაში ტრანსფერის სანაცვლოდ €5.13 მილიონზე უარი თქვა

ყველამ იცის, რომ რაფინიას "ბარსელონაში" გადმოყვანაში უდიდესი როლი დეკუმ ითამაშა, მაგრამ ახლა ახალი დეტალებიც გახდა ცნობილი.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, დეკუმ, არამხოლოდ თავისი კლიენტის "ჩელსიში" ტრანსფერი შეაჩერა, არამედ, €5.13-მილიონიან საკომისიოზეც უარი თქვა, რომელსაც ის რაფინიას ლონდონში გადაბარგების შემთხვევაში მიიღებდა. "ბარსასგან" კი პორტუგალიელს ფეხბურთელის ხელფასის მხოლოდ 5% ერგო, რაც FIFA-ს წესების მიხედვით მინიმუმია.
დეკუმ რაფინიას მტკიცე სურვილს პატივი სცა და საკომისიოზე თანხაზე უარის თქმაც ერთ-ერთი მიზეზი იყო, რატომაც "ლიდს იუნაიტედმა" "ბარსელონას" შეთავაზება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ის "ჩელსის" წინადადებაზე ნაკლები გახლდათ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]