ლა ლიგის საიტზე ფერან ტორესი ახალი ნომრით გამოჩნდა

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფერან ტორესის ახალი ნომერი ცნობილია, ვინაიდან ეს ნომერი ლა ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოჩნდა.
საუბარია იმაზე, რომ ესპანელი შემტევი 11 ნომრიან მაისურს აირჩევს. ეს სავარაუდოდ ასეც იქნება და ლა ლიგის ოფიციალურ საიტზეც ფერანი მართლაც 11 ნომრითაა, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ინფორმაცია ოფიციალურია და აი, რატომ:
უპირველესად, ინფორმაცია "ბარსელონას" ოფიციალურ წყაროებში არ გავრცელებულა. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ამბავი, რომ ლა ლიგის საიტის არაერთ შეცდომაშია შემჩნეული. მხოლოდ მოქმედი შეცდომები რომ გავითვალისწინოთ: ფერან ტორესი ნახევარმცველადაა მიჩნეული; ნეტუს, უმტიტის, ბრეითუეიტსა და დეპაის ნომრები საერთოდ არ აქვთ მინიჭებული; ობამეიანგის ნომერი შეცვლილია, მაგრამ პიანიჩის არა; ოსკარ მინგესა ისევ გუნდის წევრადაა მიჩნეული მაშინ, როდესაც მის შემდეგ წასული რიკი პუჩი შემადგენლობიდან უკვე ამოღებულია.
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ლა ლიგის საიტი ამ მხრივ ბოლომდე სანდო არაა, რადგან გუნდების შემადგენლობების გვერდებზე შეცდომები ხშირად აქვს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]