დანი ალვესი: ბარსელონაზე ნაწყენი არ ვარ

"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი, დანი ალვესი კატალონიური კლუბიდან წასვლაზე საუბრობს:
"ბარსაზე" ნაწყენი არ ვარ, მაგრამ, მერჩივნა, ადრე ეთქვათ, რომ კონტრაქტს არ გამიხანგრძლივებდნენ.
ყველაფრის მიუხედავად, ჩავისა და ლაპორტასი სამუდამოდ მადლიერი ვარ. როცა პირველად წავედი, დამშვიდობების საშუალება არ მომეცა, ახლა კი ამის შესაძლებლობა მაქვს.
ცხოვრებამ მომცა შანსი, რომ "პუმასის" რიგებში "კამპ ნოუზე" კიდევ ერთხელ ვითამაშო და ქომაგებს დავემშვიდობო. ერთადერთი, რაც მეუცნაურება, ამ სტადიონზე თეთრი ფორმით თამაშია.
გადამასწრებს თუ არა ლეო მესი ტიტულების რაოდენობით? იმაში, რომ მესი მაჯობებს, ახალი არაფერია. ახალი ის იქნება, რომ ეს სხვამ გააკეთოს. მიუხედავად იმისა, რომ ცუდად არ თამაშობ, ვინმე მაინც შენზე უკეთესია.
უცნაურია, რომ "ბლაუგრანამ" ამდენი ტრანსფერი განახორციელა. ისინი სატრანსფერო ბაზარს, სადაც სიგიჟეები ხდება, უნდა მოერგონ. ვიმედოვნებ, კლუბი თავის ფილოსოფიას არ დაკარგავს, რადგან ეს გუნდი დიდებული სწორედ ამან გახადა.
დანი ალვესი "ბარსელონაში" 2008-2016 წლებში ასპარეზობდა, 2021 წელს კი გუნდში კვლავ დაბრუნდა და აქ ნახევარი სეზონი გაატარა. ბრაზილიელს კლუბთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივლისს ამოეწურა და "ბარსამ" მას ახალ კონტრაქტზე უარი უთხრა.
ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 39 წლის მარჯვენა მცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით მექსიკურ "პუმასს" შეუერთდა, რომელიც 7 აგვისტოს, გამპერის თასზე "ბარსელონას" დაუპირისპირდება.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 6 ]