მარკოს ალონსო ჩელსის დაემშვიდობა

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" სამიზნე, მარკოს ალონსო დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ "ჩელსის" დაემშვიდობა.
წყაროს ცნობით, "ბარსა" ტრანსფერის განხორციელებასთან ნამდვილად ახლოსაა და ესპანელი მცველი, შესაძლოა, ბარსელონაში ამ კვირის ბოლოს ჩამოვიდეს.
სესარ ასპილიკუეტას დაკარგვის შემდეგ, კატალონიური კლუბი ბოლომდე ალონსოს შეძენაზე გადაერთო, ვინაიდან, მარცხენა დაცვის გასაძლიერებლად ის პრიორიტეტული სამიზნეა.
აღნიშნულ ცნობებს ფაბრიციო რომანო და ჟერარ რომეროც ადასტურებენ. ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია.
Sport-ის თანახმად, "ბარსელონას" მარკოსის სანაცვლოდ €10 მილიონზე ნაკლებს გადაიხდის და მას 3+1-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 8 ]