რობერტ ლევანდოვსკის პრესკონფერენცია

რობერტ ლევანდოვსკის პრესკონფერენცია

"ბარსელონას" მაისურით "კამპ ნოუზე პრეზენტაციის შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკიმ ჟოან ლაპორტასა და მატეუ ალემანისთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

ჟოან ლაპორტა 

მინდა, შტაბის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო, რომ კონკურენტუნარიან გუნდს აშენებენ.

ყველას მოვუწოდებ, რომ გამპერის თასზე მოვიდეს და "ბარსა" ნახოს.

20 წლის წინ რობერტი "კამპ ნოუზე" დედამისთან ერთად მოვიდა, რომელიც გაზონს შეეხო და შვილს უთხრა: "ერთ დღეს შენ "ბარსელონაში" ითამაშებ."

ლევანდოვსკისთვის 9-ნომრიანი მაისურის მიცემა კლუბის გადაწყვეტილებაა. მემფისს პატივს ვცემთ - მან ჩვენი არჩევანი და ინტერესები გაიგო. 

"ბარსამ" გაყიდვებით €868 მილიონი იშოვა - ახლა პოზიტიური ბალანსი გვაქვს და ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორებულია. გასულ წელს, კრიტიკული ფინანსური სიტუაციის გამო, მტკივნეული გადაწყვეტილება (მესის წასვლა) მივიღეთ.

რობერტის აგენტთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. მას ვკითხე, ლევანდოვსკის შეძენის შანსი იყო თუ არა და დადებითი პასუხი მივიღე, შემდეგ კი მატეუ ალემანი "ბაიერნს" დაუკავშირდა და ბრწყინვალე სამუშაო გასწია.

ვმუშაობთ, რომ ყველა ახალწვეული დავარეგისტრიროთ. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ და თუ ეს საკმარისი არ იქნება, ოპერაციებს კიდევ გავნახორციელებთ.

ლევანდოვსკის ტრანსფერი მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ფეხბურთელის სურვილმა ყველაფერი შესაძლებელი გახადა.

რობერტ ლევანდოვსკი

"კამპ ნოუზე" ამდენი ქომაგის ნახვა შესანიშნავია. ვიმედოვნებ, სეზონის ბოლოს ყველა შესაძლო ტიტული მოგებული გვექნება. დარწმუნებული ვარ, რომ გამპერის თასზე გულშემატკივრები ჩვენს გასამხნევებლად მოვლენ და სტადიონი სავსე იქნება. 

"ბარსელონაში" ყოფნით უბედნიერესი ვარ. მადლობა ყველას. დიდი გზა გამოვიარე, მაგრამ ახლა ჩემი სიხარული უსაზღვროა. ვიმედოვნებ, ბევრ გოლსა და სიამოვნებას გაჩუქებთ.

მიჭირს სიტყვებით იმის აღწერა, რაც სტადიონზე ვნახე. ფანების მხარდაჭერამ ემოციებით ამავსო. მინდა, მათ ეს სიხარული დავუბრუნო.

ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. მინდა, დავამტკიცო, რომ ჩემი გამოცდილებით გუნდის დახმარება შემიძლია. 

"ბარსაში" ბევრი უმაღლესი დონის ახალგაზრდა გვყავს. ვფიქრობ, ახალგაზრდებისა და გამოცდილი ფეხბურთელების კომბინაცია გუნდისთვის კარგია.

ვიცი, რომ ბოლო წლები "ბლაუგრანასთვის" მარტივი არ იყო, მაგრამ, როცა პრეზიდენტს ვესაუბრე და კლუბის პროექტზე შევიტყვე, ბევრი არ მიფიქრია. მჯერა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. გუნდის პოტენციალს ვარჯიშებზე ვხედავ.

"ელ კლასიკოში" სათამაშოდ ყოველთვის მზად ვარ. ვიცი, მათ წინააღმდეგ როგორ უნდა ვიმოქმედო. შევეცდებით, ლა ლიგაში მადრიდელებს ვაჯობოთ, მაგრამ მხოლოდ "რეალზე" არ უნდა ვფოკუსირდეთ, რადგან ჩემპიონატში კიდევ ბევრი კარგი გუნდია. 

ბენზემასთან დაპირისპირება? ჩემთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ "ბარსამ" მოიგოს. ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა დიდი გამოწვევაა.

კლუბებს შორის მოლაპარაკებების პერიოდი მარტივი არ ყოფილა, მაგრამ "ბარსელონაში" გადმოსვლა ჩემთვისა და ჩემი ოჯახისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

თავს ახლა უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 29 წლის ასაკში.

ჩავის პირველად ზოგადად სათამაშო იდეაზე ვესაუბრე. გასაგები იყო, ის ჩემგან რას ელოდა და მაშინვე კარგი კავშირი შედგა.

მატეუ ალემანი 

ასპილიკუეტასთან ვერბალური შეთანხმება გვქონდა, მაგრამ "ჩელსიმ" მისი გაყიდვა არ მოისურვა. ალტერნატიული ვარიანტები გვაქვს, თუმცა, ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით. ვნახოთ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რა მოხდება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    ახალბედა [?]
    #6 6 აგვისტო 2022 02:42
    0
    ციტატა: shu1987
    ლევანა იდეალურზე იდეალურია, ისე პიკეს ვალი ბარსელონას აქვს 52-მილიონი ანუ 2022-2023 წლების სეზონში გადასახდელი რაც ძალიან დიდ პრობლემას ქმნისო და იგივე მდგომარეობაა სხვა ბებრების შემთხვევაშიც თუმცა პიკესგან განსხვავებით იმათ ისედაც პიკეზე ორჯერ მეტი ხელფასი აქვთ ბუსკეცი-ალბას ვგულისხმობ, ფაქტიურად ბოლო 5-6სეზონი ტიპებს იმხელა ფული აქვთ აღებული და კაპიკის საქმეს ვერ აკეთებდნენ ლიგაზე გაფარჩაკების გარდა . გუნდი უყვართო გუნდი კიარა ფული უყვართ და ამ ასაკში იმის მეოთხედსაც არცერთი ევროპული კლუბი არ გადაუხდის რაც ბარსაში აქვთ მაგიტოა წასვლა არცერთს არ სურს პლიუს ტიტულოს შანსი ჩავის მოსვლამ გაზარდა და იქნება კიდე გამოკრან ხელი. ფრენკის აგინებს ხალხი და ფრენკიზე ორჯერ მეტი სხვებზეა გადასახდელი. რეალურად არცერთი არ იმსახურებს ბართომეუს კოდე ერთხელ და მისი ბორდის ეს რა უქნეს გუნდს რომ ყველაფერში თავს იჩენს პრობლემის სახით.

    ალბაც და ბუსკეციც ფენკიზე 10-ჯერ მეტ საქმეს აკეთებენ მოედანზე. სხვა საკითხია რამდენად ეკუთნით ის ხელფასი რასაც კლუბი უხდის, მაგრამ ფრენკიზე მეტი ნამდვილად ეკუთვნით.
    ახალბედა [?]
    #5 5 აგვისტო 2022 19:27
    0
    მოსვი ტრ.აკზე ბენზო.
    Culé [?]
    #4 5 აგვისტო 2022 18:38
    4
    ლევანა იდეალურზე იდეალურია, ისე პიკეს ვალი ბარსელონას აქვს 52-მილიონი ანუ 2022-2023 წლების სეზონში გადასახდელი რაც ძალიან დიდ პრობლემას ქმნისო და იგივე მდგომარეობაა სხვა ბებრების შემთხვევაშიც თუმცა პიკესგან განსხვავებით იმათ ისედაც პიკეზე ორჯერ მეტი ხელფასი აქვთ ბუსკეცი-ალბას ვგულისხმობ, ფაქტიურად ბოლო 5-6სეზონი ტიპებს იმხელა ფული აქვთ აღებული და კაპიკის საქმეს ვერ აკეთებდნენ ლიგაზე გაფარჩაკების გარდა . გუნდი უყვართო გუნდი კიარა ფული უყვართ და ამ ასაკში იმის მეოთხედსაც არცერთი ევროპული კლუბი არ გადაუხდის რაც ბარსაში აქვთ მაგიტოა წასვლა არცერთს არ სურს პლიუს ტიტულოს შანსი ჩავის მოსვლამ გაზარდა და იქნება კიდე გამოკრან ხელი. ფრენკის აგინებს ხალხი და ფრენკიზე ორჯერ მეტი სხვებზეა გადასახდელი. რეალურად არცერთი არ იმსახურებს ბართომეუს კოდე ერთხელ და მისი ბორდის ეს რა უქნეს გუნდს რომ ყველაფერში თავს იჩენს პრობლემის სახით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 5 აგვისტო 2022 18:27
    0
    დესტი გაიყიდა უკვე?
    ახალბედა [?]
    #2 5 აგვისტო 2022 18:17
    1
    მარჯვენა მცველი აუცილებლად გვჭირდება, და ჯობს მაგაზე ფოკუსირდეს ხელმძღვანელობა.
    Culé [?]
    #1 5 აგვისტო 2022 17:54
    0
    აუცილებლად არის მოსაყვანი მარჯვენა ფლანგისთვის მცველი. მუნიე რამდენად კარგი ვარიანტია არვიცი. არეული ისტორიააქ ძალიან. ვერსად ვერ იყო სტაბილურად კარგი. ძალიან შემტევი სტილის მცველია.
    იმედია არნოლდი ოდესმე თავს ამოყოფს ბარსაში 🙏💜