ლევანდოვსკის პრეზენტაციას უფრო მეტი ადამიანი დაესწრო, ვიდრე თამაშების უმრავლესობას

ლევანდოვსკის პრეზენტაციას უფრო მეტი ადამიანი დაესწრო, ვიდრე თამაშების უმრავლესობას

დღეს "სპოტიფაი კამპ ნოუზე" რობერტ ლევანდოვსკის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ბევრი გულშემატკივარი დაესწრო.

Mundo Deportivo-ს ცნობით პოლონელი ვარსკვლავის სანახავად სტადიონზე 57 300 გულშემატკივარი მივიდა, რაც "ბარსელონას" ისტორიაში მე-2 საუკეთესო შედეგია.

ამაზე მეტი, 60 ათასი გულშემატკივარი მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩის პრეზენტაციას დაესწრო. პოლონელმა ამ მხრივ მე-2 ადგილი ჩამოართვა ნეიმარს, რომლის წარდგენასაც "კამპ ნოუდან" თვალს 57 ათასი ადამიანი ადევნებდა.

საინტერესო ისაა, რომ ლევანდოვსკის პრეზენტაციას უფრო მეტი ადამიანი დაესწრო, ვიდრე გასულ სეზონში "კამპ ნოუზე" გამართული თამაშების უმრავლესობას. 2021/22 წლების სეზონში "ბარსას" საშინაო არენამ 25 შეხვედრას უმასპინძლა და აქედან თოთხმეტს უფრო ნაკლები დამსწრე ჰყავდა, ვიდრე რობერტის წარდგენას.

დღევანდელი პრეზენტაციის დასწრება "ბარსას" სეზონის საშუალო დასწრებასაც უსწრებს. 2021/22 წლების სეზონში "ბლაუგრანას" საშინაო შეხვედრებს საშუალოდ 53 982 ადამიანი ესწრებოდა და ეს ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგი იყო.

როგორც ჩანს, გულშემატკივარი "კამპ ნოუსკენ" მობრუნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სპორტული, ასევე ფინანსური თვალსაზრისით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 5 აგვისტო 2022 18:30
    3
    მოკლედ საპატიო მე-2 ადგილით დაკმაყოფილდა. ტუმცა აქვს შანსი საერთოდ გაავსოს ხოლმე სტადიონი. ამისთვის ბევრი არაფერია საჭირო. გოლები უნდა ყაროს ბლომად და მორჩა.
    Culé [?]
    #4 5 აგვისტო 2022 17:22
    5
    მთავარია თამაშებზე მეტი და მეტი ხალხი მოვიდეს, ძაან სჭირდება გუნდს მხარდაჭერა
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.
    გულშემატკივარი [?]
    #3 5 აგვისტო 2022 17:13
    0
    ანუ რეკორდი ვერ მოხსნა. როგორც მახსოვს ზლატანაზე 59K იყო ნეიზე 55K 🙈
    Culé [?]
    #2 5 აგვისტო 2022 17:11
    0
    რაღაც გაზვიადებული მგონია ეს ციფრი,,,ნახეთ ნეიმარის პრეზენტაცია და აშკარად იქ უფრო ბევრი ხალხია
    გულშემატკივარი [?]
    #1 5 აგვისტო 2022 16:59
    3
    ლევან ბარსას ისტორიაში ოქროს ასოებით უნდა შეხვიდეე