ოფიციალურად: რობერტ ლევანდოვსკი ბარსელონას ახალი 9 ნომერია

ოფიციალურად: რობერტ ლევანდოვსკი ბარსელონას ახალი 9 ნომერია

ის, რაც აქამდეც ვიცოდით, დღეს ოფიციალურად დადასტურდა - რობერტ ლევანდოვსკი "ბარსელონას" ახალი 9 ნომერი იქნება.

ცოტა ხნის წინ "ბარსამ" "კამპ ნოუზე" შეკრებილ პუბლიკას პოლონელი ვარსკვლავი სწორედ 9 ნომრიანი მაისურით წარუდგინა, მალევე კი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციაც გაჩნდა.

ამ ამბავში უცნაური ისაა, რომ ჯერ კიდევ "ბარსელონაში" ირიცხება მემფის დეპაი, რომელიც აქამდე სწორედ 9 ნომრით თამაშობდა. მისი ნომრის ცვლილებაზე კი ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. ეს ნიშნავს, რომ ამ წუთისთვის "ბარსელონას" ორი 9 ნომერი ჰყავს და კლუბის მაღაზიაში მაისურები ასეც იყიდება - მემფისის აქამდე დაბეჭდილ და ლევანდოვსკის ახალ მაისურებს 9 ნომერი ამშვენებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 აგვისტო 2022 17:17
    0
    ანუ დეპაი მიდის თუ სხვა ნომერს იღებს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 აგვისტო 2022 16:15
    5
    ისე "ა" და "ბ" მაინც მიუწერონ 9 ნომერს. ა რობერტისა და ბ დეპაისა.