ჟოან ლაპორტა: ლევანდოვსკის ჩვენთან გადმოსვლის სურვილი ძალიან ძლიერი იყო

დღეს რობერტ ლევანდოვსკი "ბარსელონას" მაისურით "კამპ ნოუზე" პირველად გამოჩნდა. კატალონიურმა კლუბმა პოლონელი ვარსკვლავი დაახლოებით 60 ათასი გულშემატკივრის თვალწინ წარადგინა.
პრეზენტაციის დროს ჩვეულზე კიდევ უფრო მეტად ემოციური იყო "ბლაუგრანას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა:
ვისკა ბარსა! მადლობა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც "ბარსელონაში" გადმოსასვლელად გაიღე. "ბარსა" მეტია, ვიდრე კლუბი. ვისკა ბარსა, ვისკა კატალონია!
მისთვის ჩვენთან გადმოსვლა ადვილი არ ყოფილა, მაგრამ მისი სურვილი ძალიან ძლიერი იყო. მან ყველა თქვენგანის მხარდაჭერა დაიმსახურა. მისი აგენტის, პინი ზაჰავის, ასევე მატეუ ალემანისა და ჟორდი კრუიფის ძალისხმევით, ეს მოხერხდა. მადლობა რობერტის ოჯახს მისი მეუღლით დაწყებული, რომელიც მას მუდმივად მხარს უჭერს და რომლის დამსახურებითაც ის კარგ ფიზიკურ ფორმაში. ეს ისტორიული დღეა.
მინდა, კლუბის დირექტორთა საბჭოს ყველა წევრს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ისინი კონკურენტუნარიანი გუნდის მშენებლობაში გვეხმარებიან. გულშემატკივრებს კი გამპერის თასზე მოსვლისკენ მოგიწოდებთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 3 ]