ჩავისთვის ობამეიანგი ხელშეუხებელი ფეხბურთელია

ჩავისთვის ობამეიანგი ხელშეუხებელი ფეხბურთელია

პიერ-ემერიკ ობამეანგის "ბარსელონადან" წასვლა მოსალოდნელი არაა, რადგან გაბონელი ფეხბურთელის გუნდში დატოვება ჩავი ერნანდესს სურს.

გავრცელებული ინფორმაციით 33 წლის თავდამსხმელით "ჩელსი" დაინტერესდა. მალევე ცნობილი გახდა, რომ ობამეიანგს ლონდონში დაბრუნების სურვილი არ აქვს.

ახლახან კი Mundo Deportivo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჩავი ერნანდესისთვის ობამეიანგი ხელშეუხებელი ფეხბურთელია. მწვრთნელი მას ბრმად ენდობა და მისი თამაშით ძალიან კმაყოფილია.

ჩავის ასეთი დამოკიდებულება გასაკვირი არაა. გასული სეზონის მე-2 ნახევარში ობამეიანგმა 23 თამაშში 13 გოლი გაიტანა და როდესაც სათადარიგოთა სკამზე ასეთი მოთამაშე გყავს, ნამდვილად კარგი ამბავია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 5 აგვისტო 2022 16:45
    0
    ეს მართლა ცოდოა გასაშვებად.
    Culé [?]
    #5 5 აგვისტო 2022 16:23
    1
    ეს მოგვეყვანა უნდა 1953 წლის უკან. ტიპი რაც მახსოვს სალტოს აკეთებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 5 აგვისტო 2022 12:29
    0
    მე დეპაიც მემეტება გასაშვებად, მაგრამ მართლა ძაან გადავსებულია შემტევებით გუნდი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 5 აგვისტო 2022 11:48
    5
    კარგი სეზონი ჰქონდა და ფორმაშია;
    რა თქმა უნდა სისულელე იქნებოდა ამის გაშვება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 აგვისტო 2022 11:27
    5
    ზქმთავრში მოვიყვანეთ და ბომბარდირობამდე ცოტა დააკლდა, გასაგებია კიდეც რატო სჭირდება ჩავის, ლევანასგან განს ვავებული სტილისაა და განსხვავების შემოტანა შეუძლია მოედანზე როცა შემოცა ხოლმე
    Culé [?]
    #1 5 აგვისტო 2022 11:25
    2
    აბა რაა ბიჭოოო აბა რააა