რიკი პუჩი ბარსელონას ემშვიდობება: ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ კამპ ნოუზე ვითამაშებდი

რიკი პუჩი ბარსელონას ემშვიდობება:  ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ კამპ ნოუზე ვითამაშებდი

ცოტა ხნის წინ, დადასტურდა, რომ რიკი პუჩი "ბარსელონადან" "ლოს ანჯელეს გელექსიში" გადადის. 

22 წლის ფეხბურთელი ბავშვობის კლუბს ემშვიდობება:

დღეს ყველას უნდა დავემშვიდობო - ჩემს სახლს, ფერებსა და ცხოვრების ნაწილს.

კულეების ოჯახიდან მივდივარ და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ "კამპ ნოუზე" ვითამაშებდი. დიდი ძალისხმევის შედეგია, რომ ბავშვობის ოცნების ახდენა შევძელი - ამ ფაქტით ვამაყობ.

ფანებს უნდა ვუთხრა, რომ მათ მხარდაჭერას ყოველ წუთში ვგრძნობდი, როცა ამ მაისურს ვატარებდი.

ბევრი მოგონება, განსაკუთრებული მომენტი და საღამო მიმაქვს, რომელსაც არასდროს დავივიწყებ. მადლობას ვუხდი კლუბის შტაბს, თანაგუნდელებსა და ტექნიკურ შტაბს, რომ ამ წლების განმავლობაში მავარჯიშებდნენ. თქვენ ამ გუნდს დიდებულს ხდით.

ახლა კი, დროა, ახალი თავგადასავალი დავიწყო, რაც დიდი გამოწვევა იქნება და მაქსიმუმის გაღებისკენ მიბიძგებს.

მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც, ვიცი, რომ ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე გამომიცხადებთ.

VISCA BARÇA!! 💙❤

რიკი პუჩი "ლა მასიას" აღზრდილია - კატალონიელთა აკადემიაში იგი 2013-2018 წლებში ირიცხებოდა, პირველ გუნდში კი 56 მატჩი აქვს ჩატარებული. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 5 აგვისტო 2022 08:47
    0
    იმედია იქ მაინც გაიბრწყინებს და ათქმევინებს ხალხს ბარსას სკოლის მიღწევებზე.
    Culé [?]
    #3 5 აგვისტო 2022 02:11
    0
    ჩორტაობს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 აგვისტო 2022 00:04
    0
    რა თქვა ამისთანა ტორესზე ყ£ეაო? რამდენიმე კომი შემხვდა დღეს და იცით ვინმემ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 აგვისტო 2022 23:37
    1
    ფერან ტორესთან დამშვიდობება არ დაგავიწყდეს😜