ბარსელონა ახალ სეზონში 1.3 მილიარდის შემოსავალს ელის

ბარსელონა ახალ სეზონში 1.3 მილიარდის შემოსავალს ელის

"ბარსელონას" მომდევნო გენერალურ ასამბლეაზე კლუბის წევრებისთვის წარსადგენი ახალი სეზონის ბიუჯეტი უკვე მზად აქვს, ესპანური მედია კი მის დეტალებს ავრცელებს.

ინფორმაცია 2022/23 წლების სეზონის ფინანსური დეტალების შესახებ თავდაპირველად Què T'hi Jugues-მა გაავრცელა, ცოტა ხნის წინ კი ეს ცნობები Sport-მა დაადასტურა.

უახლოეს გენერალურ ასამბლეაზე ახალი სეზონის ბიუჯეტის წარდგენის გარდა 2021/22 წლების სეზონის ბიუჯეტიც დაიხურება. ეს სეზონი "ბარსამ" დაახლოებით 100 მილიონიანი მოგებით დაასრულა, მაგრამ კლუბის საკუთარმა კაპიტალმა -350 მილიონი ევრო შეადგინა. სეზონის მოგებით დახურვა "ბარსამ" პირველი ფინანსური ბერკეტის ამოქმედებით, ანუ ლა ლიგის სატელევიზიო უფლებების 10%-ის ოცდახუთი წლით გასხვისებით მოახერხა. ამ ოპერაციიდან კატალონიურმა კლუბმა 267 მილიონი ევრო მიიღო.

ახალ სეზონს კი "ბარსელონა" რეკორდული ბიუჯეტით ხვდება. კატალონიური კლუბი 2022/23 წლების სეზონში 1.3 მილიარდი ევროს შემოსავალს ელის. თუ მოლოდინები გამართლდა, "ბლაუგრანა" გახდება ისტორიაში პირველი საფეხბურთო კლუბი, რომლის წლიური ბიუჯეტიც მილიარდ ევროს გადააჭარბებს. ამ ნიშნულისთვის "ბარსას" აქამდეც უნდა მიეღწია, რომ არა პანდემია.

შემოსავლის საკმაოდ დიდი ნაწილი, დაახლოებით ნახევარი მილიარდი ევრო უკვე ამოქმედებული ფინანსური ბერკეტებიდან იქნება მიღებული. "ბარსამ" ივლისის თვეში 2 ბერკეტი აამოქმედა - ლა ლიგის სატელევიზიო უფლებების კიდევ 15% და Barca Studios-ის 24.5% გაასხვისა.

კლუბში იმედოვნებენ, რომ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო ლა ლიგა მათ ახალწვეულების დარეგისტრირების უფლებას მიცემს. თუ ასე არ მოხდება, "ბარსელონა" Barca Studios-ის კიდევ 24.5%-ს 100 მილიონ ევროდ გაასხვისებს და ბიუჯეტი 1.4 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.

რაც შეეხება ხარჯებს - მოსალოდნელია, რომ "ბარსელონას" წლიური გასავალი 900 მილიონი იქნება, საიდანაც 620 მილიონი ხელფასებზე დაიხარჯება. კლუბში ელიან, რომ ლა ლიგა მათ სახელფასო ლიმიტად 680 მილიონ ევროს დაუწესებს და თუ ასე მოხდა, "ბლაუგრანას" მეოთხე ფინანსური ბერკეტის ამუშავება არ მოუწევს.

თუ "ბარსას" მოლოდინები გამართლდა, ანუ კლუბის შემოსავალმა 1.4 მილიარდი, ხოლო გასავალმა 900 მილიონი შეადგინა, კატალონიელთა საკუთარი კაპიტალი -350 მილიონიდან +50 მილიონ ევროზე შეიცვლება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 4 აგვისტო 2022 09:22
    0
    მე ასე მგონია თუ ჩაიკეტა კოდე ან მაყურებელი არ იქნა ბარსას სერიოზული პრობლემა ექნება ამდენი უფლებები გაყიდა ერთჯერადი შემოსავალი მიიღო და აწი რაიქნება ეგაა საკითხავი ის შემოსავალი კი დააკლდა ისედაც რა იყო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 4 აგვისტო 2022 01:13
    2
    მოგებას რო ელი კარგია, მაგრამ ვინ იძლევა გარანტიას რო ეს პანდემია ისევ არ აუშვებს ფრთებს. შარშან ხო მაგან დაგვღუპა სწორედ.
    Culé [?]
    #4 4 აგვისტო 2022 00:59
    3
    თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა მალე ამოათრევს კლუბს ამ წუმპედან ლაპორტა, კი რისკია ამ ბერკეტების ამოქმედება მაგრამ ფიზიკურად სხვა გვზა აღარ იყო, ან ყველაფერი ან არაფერი, იმედია გაამართლებს ეს ყველაფერი
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.
    ფანი [?]
    #3 4 აგვისტო 2022 00:15
    4
    არა რაა, ლაპო სასწაული კაცია! ბართო-აფეთქებულთან განსხვავებით ეს აფანატებს ბარსაზე!
    ფანი [?]
    #2 3 აგვისტო 2022 23:35
    6
    მილიარდი რო შემოგივა და ვალების დასაფარად არ გყოფნის.... დდშვც ბართუშ შენი. 100 გიჟი ერთად, ვერ მოიფიქრებდა ასეთ ღლეობებს რაც ბართომ დაატრიალა.
    გულშემატკივარი [?]
    #1 3 აგვისტო 2022 23:35
    4
    ესეთი მკაცრი ფინანსური რეგულაციები რო არ იყოს ესპანეთში, ლა ლიგა უპირობოდ საუკეთესო ჩემპიონატი იქნებოდა. ბოლო გუნდი მგონი მალაგა იყო 10 წლის წინ, რომელშიც სერიოზული ინვესტიციის ჩადება გადაწყვიტა რომელიღაც მილიარდერმა და მაგანაც მალევე გაყიდა გუნდი. პანდემია რო პანდემიაა ეგ მდგომარეობაც არ გაითვალისწინეს ტიპებმა.