ბარსელონა მე-4 ბერკეტის გასააქტიურებლადაც მზადაა

"ბარსელონა" მზადაა, მე-4 ეკონომიკური ბერკეტიც აამოქმედოს იმ შემთხვევისთვის, თუ ეს ახალწვეულების ლა ლიგაში დარეგისტრირებისთვის იქნება საჭირო.
ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ფეხბურთელების შესაძენად "ბარსელონამ" უკვე 3 ეკონომიკური ბერკეტი გაააქტიურა. პირველ ჯერზე კატალონიელებმა ლა ლიგის სატელევიზიო უფლებების 10% ოცდახუთი წლით გაასხვისეს, რითაც გასული სეზონი მოგებით დახურეს. შემდეგ ლა ლიგის სატელევიზიო უფლებების კიდევ 15% იმავე ვადით გაასხვისეს, ცოტა ხნის წინ კი Barca Studios-ის 24.5% ას მილიონ ევროდ გაყიდეს.
"ბარსელონაში" ფიქრობენ, რომ კლუბის ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა ახალწვეულების დასარეგისტრირებლად საკმარისია. კატალონიელებს ლა ლიგაში დოკუმენტაცია უკვე გაგზავნილი აქვთ და პასუხს ელოდებიან. Esport3-ის ცნობით კლუბი მზადაა იმ შემთხვევისთვისაც, თუ ლა ლიგისგან უარყოფითი პასუხი მოვა. ამ შემთხვევაში "ბარსა" მეოთხე ეკონომიკურ ბერკეტსაც აამოქმედებს და Barca Studios-ის კიდევ 24.5%-ს ასევე 100 მილიონ ევროდ გაყიდის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]