ბარსელონა წამსვლელთა სიაში მყოფი ფეხბურთელებით განრისხებულია

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" გუნდიდან წამსვლელთა სიაში მყოფი ფეხბურთელების ქმედებებით განრისხებულია.
წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენიმე მოთამაშეს 3 თვის წინ შეატყობინა, რომ ახალი კლუბები მოეძებნათ, მაგრამ ისინი კვლავ აქ არიან.
"ბარსაში" ყველაზე გაბრაზებულნი კი მარტინ ბრეითუეიტზე არიან - კლუბს სურს, ის რაც შეიძლება მალე წავიდეს. ამასთან, "ბლაუგრანას" შეუძლია, დანიელის კონტრაქტი ყოველგვარი სანქციის გარეშე გაწყვიტოს, რადგან ხელშეკრულებაში ე.წ. "დაცული პერიოდი" (პირველი 2 წელი) უკვე გასულია. თავის მხრივ, მარტინი ითხოვს, თავისი კონტრაქტით გათვალისწინებული თითოეული ევრო მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, წასვლაზე უარს აცხადებს.
ახლა "ბარსელონას" პრიორიტეტი სწორედ არასაჭირო ფეხბურთელების გაშვებაა. ESPN-ის თანახმად, დღეს, სიუტატ ესპორტივაზე, "ბარსა" ბრეითუეიტის, პიანიჩისა და მემფის დეპაის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს. აღსანიშნავია, რომ ბრეითუეიტის აგენტი, ალი დურსუნი, ფრენკი დე იონგის აგენტიცაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]