ფრანკ კესიე | MY TOP 4

ფრანკ კესიე "ბარსელონას" YouTube არხის რუბრიკაში - MY TOP 4 - თითოეულ პოზიციაზე თავის ფავორიტ ფეხბურთელს ასახელებს:
მეკარე - ბუბაქარ ბარი
ვფიქრობ, მას ბევრი იცნობს. ბარი კოტ-დ'ივუარელია და აფრიკის ერთა თასი მოიგო. მის მატჩებს ვუყურებდი და ძალიან მომწონდა. ბუბაქარის თამაში კარგად მახსოვს.
მცველი - კოლო ტურე
ტურეს შესანიშნავი კარიერა ჰქონდა. ბავშვობაში მან გაგვაოცა. კოლო საკუთარი თავის რწმენის მომატებაში დაგვეხმარა და გვიბიძგა, რომ პროფესიონალური კარიერისთვის გვებრძოლა.
ნახევარმცველი - იაია ტურე
გარდა იმისა, რომ ისიც კოტ-დ'ივუარელია, იაიას ძალიან ვაფასებ. ვოცნებობდი, რომ ტურესნაირი კარიერა მქონოდა, და ის ჩემი კუმირია.
თავდამსხმელი - დიდიე დროგბა
დიდიე კოტ-დ'ივუარის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია - ამ დრომდე მის შედეგს ვერავინ მიაღწია. დროგბას ევროპაში შესანიშნავი წლები ჰქონდა და დიდებული ფეხბურთელი იყო. კოტ-დ'ივუარი მისით ძალიან ამაყობს და მისი წყალობით ბევრმა ამოაჩინა, რომ ასეთი ქვეყანა არსებობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]