ბარსელონა და ბორნმუთი მოლაპარაკებებს აწარმოებენ

Relevo-ს ცნობით, "ბარსელონა" და "ბორნმუთი" ნეტუ მურარას თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ამავე წყაროს ინფორმაციით, მხარეებს შორის ბოლო საათებში პოზიტიური საუბრები შედგა და ისინი ტრანსფერთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
ბრაზილიელი "ბარსადან" ამ ზაფხულში წამსვლელთა სიაშია, მაგრამ ამას ფეხბურთელის ხელფასი და ის ფაქტი ართულებს, რომ ნეტუს მსურველთა რიგი ნამდვილად არ უდგას.
მურარათი "ნაპოლი" და "ფულემი" ინტერესდებოდნენ, თუმცა, იტალიურმა კლუბმა კეპა არისაბალაგას დამატება გადაწყვიტა, ინგლისურმა - ბერნდ ლენოს შეძენა, "სელტა" კი უარით თავად ნეტუმ გაისტუმრა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]