მანჩესტერ იუნაიტედი სერჟინიო დესტით დაინტერესდა

მანჩესტერ იუნაიტედი სერჟინიო დესტით დაინტერესდა

"ბარსელონას" ამერიკელ მარჯვენა მცველს, სერჟინიო დესტს თავის ყოფილ მწვრთნელთან, ერიკ ტენ ჰაგთან მუშაობის შანსი გაუჩნდა. Sport-ის ცნობით 21 წლის ფეხბურთელის დამატებით "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესდა.

ცნობილია, რომ სესარ ასპილიუეტას დამატების შემთხვევაში ჩავი მზად იქნება, დესტს შეელიოს, რადგან მარჯვენა მცველის პოზიციაზე მას ასპილიკუეტა, სერჟი რობერტო, რონალდ არაუხო და ჟიულ კუნდე ეყოლება.

Sport-ის ცნობით "ბარსელონა" დესტში მინიმუმ 20 მილიონ ევროს მოითხოვს და სავარაუდოა, რომ "წითელი ეშმაკები" კატალონიელების ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეძლებენ.

დესტის გასხვისებაში პრობლემა ისაა, რომ მას მარცხენა ფლანგზე თამაშიც შეუძლია და ჟორდი ალბას ერთ-ერთ რეზერვისტად განიხილება. ამერიკელის გაყიდვის შემთხვევაში "ბარსას" ახალი მარცხენა მცველის შეძენა, ან ალექს ბალდეს იმედად ყოფნა მოუწევს.

სერჟინიო დესტი "აიაქსიდან" "ბარსელონაში" 2020 წელს 21 მილიონ ევროდ გადმოვიდა. კატალონიური გუნდის მაისურით მან 72 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 3 აგვისტო 2022 15:10
    0
    ვანბისაკა მოიტათ და წაიყვანეთ 😂😂
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #10 3 აგვისტო 2022 13:57
    0
    არვიცი, რავიცი, ვნახოთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 3 აგვისტო 2022 11:38
    0
    მე მგონი იწმინდება გუნდი. კარგი იქნება თუ სეზონის გახსნამდე მომთავრდება ტრანსფერების საქმე.
    ფანი [?]
    #8 3 აგვისტო 2022 01:24
    2
    განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია ჯერ ამ ბიჭს მარა ასე ცუდია დავიჯერო ? რაც ჭირდება განაპირა მცველს ყველაფერი აქ ძაან ტექნიკური და სწრაფია ამას უშვებენ ვინ მოყავთ უკეთესი? არნოლდ ჯეიმსს ესენი ვერ მოიყვანონ და დატოვონ ეს სეზონში ეს
    Culé [?]
    #7 2 აგვისტო 2022 23:29
    1
    ნეტა წავიდეს 20 მილიონად კარგი იქნება. ცოტა გაყიდვებითაც ხომ უნდა ამოიღონ ფული.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 2 აგვისტო 2022 22:09
    0
    გაასხმევინეთ
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs
    ფანი [?]
    #5 2 აგვისტო 2022 21:54
    3
    ნერვები მეშლება აი რახან მარჯვნივ თამაში შეუძლია ფეხბურთელს რატო უნდა მოიაზრებდე მანდ და რატო უნდა უშვებდე მარჯვენა მცველს, რომელიც ჯერ 21 წლისაა და შეუძლია განვითარება. დესტი ტრავმამდე კარგად გამოიყურებოდა და ასპისთან ერთად უნდა იყოს ეს ერთი სეზონიც როტაციაში, მერე ვნახოთ რას იზამს. ჰო, რობერტოს მარჯვენა მცველობა არ გაიშვას კიდე, რამდენი მწვრთნელი და პოზიცია გამოიარა ტიპმა, თვითონაც ვეღარ ხვდება მგონი სად თამაშობს უკეთესად :დდდდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 აგვისტო 2022 21:28
    0
    ესეიგი ტენ ჰააგს მეორე აიაქდის გაჯეთება უნდა მენჩესტერში? თუ უნდა 40 მინიონზე ნაკლები არ დავუფასოთ, თუ იყიდიან მთლად კარგი თუარადა სკამზეც გამოგვადგება
    გულშემატკივარი [?]
    #3 2 აგვისტო 2022 21:17
    0
    ციტატა: La Pulga10
    ბალდე,რომ არ ტრამვიანობდეს კაი იქნებოდა.მამენტ ესეც ხშირად იმტვრევა.რავიცი ამის გაშვება დიდი ტრაგედია არ იქნება,თუ ასპილიკუეტა მოვა.

    მარტო ერთხელ მიიღო ბალდემ ტრამვა და მეტი არაფერი.გაშვება კი ტრაგედია ნამდვილად არ იქნება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 აგვისტო 2022 21:10
    0
    ბალდე,რომ არ ტრამვიანობდეს კაი იქნებოდა.მამენტ ესეც ხშირად იმტვრევა.რავიცი ამის გაშვება დიდი ტრაგედია არ იქნება,თუ ასპილიკუეტა მოვა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #1 2 აგვისტო 2022 21:00
    1
    ბალდე ძაან კაი ბიჭია და ალბას რეზერვისტი მაგ უნდა იყოს.მარჯვენა ფლანგზე ცეზარა მოვა და კიდე პლიუს რობერტოს,არაუხოს და კუნდესაც შეუძლიათ მარჯვენა ფლანგზე თამაში.ამ შემადგენლობაში დესტის ადგილი აღარ არის და ჯობია წავიდეს ჩვენთვისაც კარგი იქნება და დესტისთვისაც,მე ასე ვფიქრობ ყოველშემთხვევაში.