ნეტუს ბარსელონადან წასვლა კიდევ უფრო გართულდა

"ბარსელონა" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ნეტუს გაშვებაზე მუშაობს, მაგრამ ეს პროცესი კიდევ უფრო გართულდა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბრაზილიელმა მეკარემ ვიგოს "სელტას" შემოთავაზება დაბლოკა, რადგან სურდა, ევროტურნირზე ეთამაშა.
მურარას "ნაპოლიში" გადასვლის პერსპექტივა ხიბლავდა, მაგრამ, საქმე ისაა, რომ იტალიელები უპირატესობას "ჩელსიდან" კეპა არისაბალაგას შეძენას ანიჭებენ.
კიდევ ერთი ვარიანტი ინგლისური "ფულემი" იყო, თუმცა, ეს გუნდი "არსენალის" გერმანელ მეკარეს, ბერნდ ლენოს ყიდულობს და, შესაბამისად, ნეტუსთვის, აღნიშნული კარიც დაიხურა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]