რიკი პუჩის შეძენით ლოს ანჯელეს გელექსი ინტერესდება

რიკი პუჩის შეძენით ლოს ანჯელეს გელექსი ინტერესდება

თითქმის გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე რიკი პუჩი "ბარსელონას" დატოვებს, მაგრამ ჯერ არ ვიცით, სად გადავა.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ნახევარმცველმა შეთავაზება "ლოს ანჯელეს გელექსისგან" მიიღო და მოსალოდნელია, რომ ის კარიერას ესპანეთის ფარგლებს გარეთ გააგრძელებს, რადგან რიკის სხვა წინადადებები არ ხიბლავს არც ფინანსური და არც სპორტული კუთხით. 

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი პუჩისთან კონტრაქტის გახანგრძლივების ვარიანტსაც არ გამორიცხავს, მაგრამ ის ჩავი ერნანდესის გეგმებში არ შედის, რაც ფეხბურთელის ამერიკული ტურნეს განაცხადს მიღმა დატოვებითაც დადასტურდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 30 ივლისი 2022 23:06
    1
    ციტატა: nika 54
    მე მგონი ზუსტად სამაგისო გუნდია, იქნებ პიკეც წაიყვანოს.

    კაკრაზ პიკე ცეცხლოვან ლათიონოსებში წაიყვანს; აქვს მაგისი გამოცდილება grinning
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 30 ივლისი 2022 22:31
    0
    მე მგონი ზუსტად სამაგისო გუნდია, იქნებ პიკეც წაიყვანოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 30 ივლისი 2022 20:18
    1
    გავარჯიშა შვილო, გერბინა;
    ეხლა გვიანია, წადი ამერიკაში, ლოს ანხელესი მშვენიერი ქალაქია, ჰოლივუდიც იქვეა და ვეგასიც
    Culé [?]
    #4 30 ივლისი 2022 19:40
    1
    კი უყვარს ღლეფროჭაობა და იღლეფროჭაოებს და იქნება ამერიკაში. იდეალურია, რიკი შენთვის!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 ივლისი 2022 18:26
    1
    გაუშვან ამისგან ფეხბურთელი აღარ დადგება
    ფანი [?]
    #2 30 ივლისი 2022 18:08
    0
    გორის დილა ყიდულობს პუჩის 😁😁😁
    ფანი [?]
    #1 30 ივლისი 2022 17:07
    1
    გასაშვებია სასწრაფოდ