მადრიდის ”რეალის” განცხადება ბუსკეტსის საკითხთან დაკავშირებით

მადრიდის ”რეალის” განცხადება ბუსკეტსის საკითხთან დაკავშირებით

მაშინ, როდესაც ბარსელონას ქუჩებში საზეიმო ცერემონია მიმდინარეობდა, მადრიდის ”რეალმა” თავის ვებ-გვერდზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. კლუბი ამტკიცებს, რომ დისციპლინარული მოსმენა ბუსკეტსის საქმის მიმართ თავად ”უეფას” ინიციატივა იყო და არა ”სამეფო კლუბისა”. თუმცა აქ გარკვეულწილად ერთმანეთის შეუსაბამო ფაქტორებს ვაწყდებით. ფლორენტინო პერესი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, როდესაც ამბობს, რომ ”უეფამ” არ მიიღო მადრიდის ”რეალის” სარჩელი სერხიო ბუსკეტსისათვის დისკვალიფიკაციის მინიჭებასთან დაკავშირებით. გამოდის, რომ ”უეფამ” გახსნა საქმე, რომლის განხილვაზეც თავად თქვა უარი.

მადრიდის ”რეალის” ოფიციალური განცხადება ასე გამოიყურება:

სხვადასხვა მედია წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ”უეფას” მიერ სერხიო ბუსკეტსის მიმართ დისციპლინარული გამოძიების გახსნას, მადრიდის ”რეალს” სურს დააზუსტოს შემდეგი:

1. ს/კ ”ბარსელონამ” მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც ”უეფაში” შეიტანა საჩივარი მადრიდის ”რეალის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ.

2. ს/კ ”ბარსელონას” გადაწყვეტილებამ აიძულა მადრიდის ”რეალი”, რომ თავის დაცვის მიზნით ”უეფასთვის” ეცნობებია ს/კ ”ბარსელონას” ზოგიერთი ფეხბურთელის არასპორტული საქციელის შესახებ, რაც მიზანმიმართული იყო მსაჯის შეცდომაში შეყვანისკენ. სწორედ ამან აიძულა ჟოზე მოურინიო, მატჩის შემდეგ გაეკეთებინა მსგავსი კომენტარები.

3. მადრიდის ”რეალს” სურს, რომ ყველასთვის ცნობილი იყოს ფაქტი, რომ აღნიშნული საჩივარი არ შეიცავდა სერხიო ბუსკეტსის ინციდენტს. საჩივარი უარყოფილ იქნა ”უეფას” მიერ, მიუხედავად მადრიდის ”რეალის” მიერ წარდგენილი ვიდეო ჩანაწერებისა.

4. შედეგად, მადრიდის ”რეალმა”  საჩივარი შეიტანა ”უეფაში”, რასაც თან დაურთო მასალა, რომელიც ასახავს სერხიო ბუსკეტსის მიერ მარსელოსთვის შეურაცყოფის მიყენების ფაქტს.

5. ”უეფამ” მიიღო ზომები და თავისი სურვილის შესაბამისად დაიწყო დისციპლინარული საქმის წარმოება სერხიო ბუსკეტსის მიმართ.

6. ჩვენი ფეხბურთელი - მარსელო, გამოძახებულ იქნა ”უეფას” მიერ, რათა ამ უკანასკნელს დაედასტურებინა ინციდენტის რეალურობა.

მადრიდის ”რეალი” მწუხარებას გამოთქვამს არსებული სიტუაციის გამო, რაც გამოიწვია ს/კ ”ბარსელონას” მიერ ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანამ და სერხიო ბუსკეტსის საქციელმა.”

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.