მომავალ კვირაში მატეუ ალემანი ლონდონში გაემგზავრება

მომავალ კვირაში მატეუ ალემანი ლონდონში გაემგზავრება

Sport-ის ინფორმაციით, მატეუ ალემანი მომავალ კვირაში ლონდონში გაემგზავრება, რათა სესარ ასპილიკუეტას ტრანსფერი მოაგვაროს.

"ბარსას" დირექტორი შეეცდება, "ჩელსი" ესპანელის გაყიდვაში დაარწმუნოს. მარჯვენა ფლანგზე სესარის მოყვანა ჩავი ერნანდესის პრიორიტეტია და კატალონიაში გადმოსვლა თავად ფეხბურთელსაც სურს.

წყაროს ცნობით, შესაძლოა, მხარეებმა მარკოს ალონსოსა და ფრენკი დე იონგის თაობაზეც იმსჯელონ - ამ უკანასკნელით, "მანჩესტერ იუნაიტედის" გარდა, "ჩელსიც" ინტერესდება, ალონსო კი მარცხენა მცველებს შორის "ბლაუგრანას" ერთ-ერთი სამიზნეა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 ივლისი 2022 15:47
    0
    დე იონგში ფული აუცილებელია, რო ბიუჯეტში ხარჯების სიაში დაჯდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #1 29 ივლისი 2022 16:57
    8
    მოიყვანეთ ეს და გაუშვით რა დე იონგი აღარ შემიძლია მაგის "თამაშის" ყურება. დე იონგამდე კიდე ბრაითვაიტები და მსგავსი "წურბელები" მოაშორეთ გუნდს.