აშშ-დან დაბრუნების შემდეგ ბარსელონა ფეხბურთელების გაშვებაზე გადაერთვება

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ, "ბარსელონა" ფეხბურთელების გაშვებაზე გადაერთვება.
კლემან ლანგლემ, ფრანსიშკუ ტრინკაუმ, მუსა ვაგემ და რეი მანაიმ გუნდი უკვე დატოვეს, ახლა კი წამსვლელთა სიაში ნეტუ, ოსკარ მინგესა, რიკი პუჩი, სამუელ უმტიტი და მარტინ ბრეითუეიტი არიან. ასევე, შესაძლოა, ფრენკი დე იონგი და მემფის დეპაი წავიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ დარჩენა სურთ.
როგორც Relevo იტყობინება, აშშ-ში "ბარსასა" და დე იონგს შორის შეხვედრა გაიმართება. კლუბმა მას სთხოვა, ტრანსფერისგან თავის ასარიდებლად ხელფასი შეიმციროს და სჯერათ, რომ ასეც მოიქცევა. ამჟამად, ჩავი ერნანდესი მას ცენტრალურ მცველად არ მოიაზრებს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ მატჩში ამ პოზიციაზე ათამაშა.
"ბარსელონაში" რამდენიმე ადამიანს ფრენკის გაყიდვა ჯერ კიდევ სურს, სხვები კი მიიჩნევენ, რომ, კონტრაქტის გადახედვის შემთხვევაში, მისი დატოვება შეიძლება. ჯერჯერობით, ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]