ასპილიკუეტას ბარსელონაში ტრანსფერი გადაწყვეტილია

ასპილიკუეტას ბარსელონაში ტრანსფერი გადაწყვეტილია

როგორც ჩანს, რაფინია ბელოლისა და ჟიულ კუნდეს შემდეგ, "ბარსელონამ" "ჩელსის" სესარ ასპილიკუეტაც წაართვა. 

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, ესპანელი მცველის "ბარსაში" ტრანსფერი გადაწყვეტილია.

წყაროს ცნობით, სირთულეების მიუხედავად, ჩავი ერნანდესი ასპილიკუეტას დაჰპირდა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერები" არ დანებდებოდნენ და ასეც მოიქცნენ.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური გრანდი სესარის სანაცვლოდ €5 მილიონს (ბონუსების გათვალისწინებით) გადაიხდის. ესპანელი უკანახაზელი კლუბთან 2+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 26 ივლისი 2022 15:22
    0
    კატალონიური გრანდი სესარის სანაცვლოდ €5 მილიონს (ბონუსების გათვალისწინებით) გადაიხდის. ესპანელი უკანახაზელი კლუბთან 2+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
    €5 მილიონს (ბონუსების გათვალისწინებით) ეს მაგარია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 26 ივლისი 2022 01:55
    5
    მე ვნახე არსენალი-ჩელსის ამხანაგური და რასაც ქვია გადაუარა არსენალმა. მთავარი სატრანსფერო სამიზნეები ვინც ყავდათ ავახიეთ, კაპიტანს ვართმევთ და ტუხელმა ისეთები ილაპარაკა, რომ დიდი ალბათობით ჩელსის ძალიან მძიმე სტარტი ექნება.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #6 26 ივლისი 2022 01:50
    5
    ასეთ ფასად თუ მოდის საჭირო ტრანსფერი იქნება ნამდვილად მაგრამ მთავარია ნაგავისგან გაიწმინდოს გუნდიი პუჩი უმტიტი ბრეიტა მინგესა ესენი უეჭველი უნდა წავიდნენ
    წევრი [?]
    #5 26 ივლისი 2022 01:15
    9
    ასე როგორ შეიძლება ტოო 😄😄 ამდენკ ტრანსფერი ერთ ფანჯარაში… ყველა ბარსაზე ლაპარაკოს… ამდენი ტრანსფერის მერე 2 ტიტული მინიმუმ უნდა დაიდოს იმხელა სკამი გვაქ რო ლა ლიგა უკეჭველი უნდა დავდოთ თუ ჭკვიანად იქნებიან ლიგაც შეგვიძლია მარა რავი მთავარია როგორ შეთამაშდება გუნდი… ამ წლის ჩაგდება უდიდესი პაზორი იქნება რაა ფინანსურად ხო ვაფშე ისედაც იმდენი გარისკა წელს ბარსამ.. ხავის წარმატებები!!! ნამდვილად დაჭირდება ბედ-იღბალიც
    ფანი [?]
    #4 26 ივლისი 2022 00:53
    4
    მბაპე ჩაიცვი მოვდივართ😂❤️ისე რორამე 2025 მბაპპეს კონტრაქტი გადის და თუ არ გაახანრგძლივა რორამე დავითრიო კაიიქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 ივლისი 2022 00:53
    0
    კუნდეს რომ გავიფორმებთ ჩელსი ამას ცოცხალი თავით არ დაგვიითმობს😂😂
    [?]
    #2 26 ივლისი 2022 00:48
    1
    ციტატა: Griezzy7
    ძაან კაი. რა რესურსი ეჩითება ჩავის.ლალიგა და კოპა უეჭ უნდა დადოს
    ყველა პოზიციაზე ორი კარგი ფეხბურთელი ეყოლება

    ტერ შტეგენი - ინიაკი პენია
    ალბა - ?
    არაუხო - პიკე . გარსია
    კუნდე - ქრისტენსენი
    აზპილიკუეტა - დესტი
    ბუსკეცი - ნიკო რობერტო
    ფრენკი - კესი
    პედრი - გავი
    ფატი - ტორესი
    ლევანდოვსკი - ობამეიანგი
    რაპინია - დემბელე

    და თან ჯერ დეპაიც გვყავს, ,ბრაიტიც და პიანიჩიც და რავი კიდე ვინ. დეპაის გაყიდიან კაი მარა პიანიჩის გაშვება ხელფასის გამო რთული იქნება. შეიძლება დატოვონ კიდეც. არადა თუ ათამაშდა კლასი და გამოცდილება არ დაეწუნება. ისე ნიკოს იჯარაზე ვწერდი სულ, მარა პრესეზონზე მომეწონა და მენანება გასაშვებად. არადა როგორ გინდა ამათ დრო გადაუნაწილო, ვიღაც და თან არაერთი უეჭველი განაწყენდება და არ აირიოს გუნდი. სერიოზული მართვა უნდა ამხელა რესურსს. ზედიზედ 3 თამაშიც რო ითამაშო ერთი სასტავით ერთი 5 კაცს გაანაწყენებ უკვე. ხშირად რო ცვალო სასტავი ან გუნდი აგერევა ანდა ყველა ფორმაში უნდა გყავდეს, კარგია 5 ცვლილება მაინც რო არის. მოკლედ სერიოზული თავისტკივილები ელის ჩავის. სასიამოვნო თავისტკივილი მარა მაინც. თან იასნა უკვე ბევრს მოთხოვენ და წნეხი გაიზრდება, აღარავინ აპატიებს 3-4 თამაშის ჩავარდნას და ლა ლიგაში მეორე ადგილის გამო მადლობას აღარავინ ეტყვის
    ფანი [?]
    #1 26 ივლისი 2022 00:45
    0
    ჩელსი მაგრად გავამწარეთ ამ ფანჯარაზე იმენა. მარა რა ჩვენი ბრალია ბარსელონაში თუ ურჩევნიათ ფეხბურთელებს თამაში :დდდდდ