ოსკარ მინგესას 7 მსურველი ჰყავს

გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ოსკარ მინგესა "ბარსელონას" დატოვებს, მაგრამ ჯერ არ ვიცით, სად წავა.
Sport-ის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელს 7 მსურველი გამოუჩნდა: "სელტა", "რეალ ვალიადოლიდი", "ჟირონა", "ხეტაფე", "გალათასარაი", "ჰოფენჰაიმი" და ათენის აეკ-ი.
"ბარსელონა" ახალგაზრდა მცველში €5 მილიონს ითხოვს, რაც ტრანსფერს აფერხებს, რადგან გუნდებს ამ თანხის გადახდის პერსპექტივა არ ხიბლავთ. ამიტომ, შესაძლოა, "ბარსამ" ფასს დაუკლოს.
მინგესას სურს, ახალი კლუბი რაც შეიძლება მალე იპოვოს, რადგან ჩემპიონატების დაწყებამდე დიდი დრო არ რჩება. როგორც წყარო იტყობინება, ის უპირატესობას ესპანეთში დარჩენას ანიჭებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]