ჟიულ კუნდე ბარსელონასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს

AS-ის ინფორმაციით, ჟიულ კუნდე "ბარსელონასთან" ისე ახლოსაა, როგორც არასდროს - ფრანგმა "ჩელსის" შეთავაზება დაბლოკა.
წყაროს ცნობით, ტრანსფერი, შესაძლოა, რამდენიმე საათში დაიხუროს. ფეხბურთელი ჩავი ერნანდესთან მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებს და მას შეჰპირდა, რომ "ბარსას" დაელოდება.
"ბარსელონა" "სევილიას" ოფიციალური წინადადებით მალე მიმართავს და €55 მილიონს შესთავაზებს.
ზემოხსენებული გამოცემის თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერები" მარჯვენა მცველის შეძენაზე აღარ იფიქრებენ, რადგან, სერჟინიო დესტისა და სერჟი რობერტოს გარდა, ამ პოზიციაზე თამაში რონალდ არაუხოსა და ჟიულ კუნდესაც შეუძლიათ.
"ჩელსი" "ბარსელონას" ასპილიკუეტასა და მარკოს ალონსოს მარტივად აღარ დაუთმობს, რადგან კატალონიელებმა მათი ორი სამიზნე - რაფინია და კუნდე - დაიმატეს, მაგრამ, როგორც ირკვევა, ჩავის სესარი ისედაც აღარ სჭირდება, მარცხენა ფლანგზე კი კლუბს სხვა ალტერნატივებიც (მაგალითად: კაიო ენრიკე) აქვს.
"ბარსელონადან" ამბობენ, რომ კუნდეს შესაძენად ყველაფერს აკეთებენ, რადგან ის ჩავის პრიორიტეტია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]