ოფიციალურად: დანი ალვესი პუმასში გადავიდა

ოფიციალურად: დანი ალვესი პუმასში გადავიდა

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი, დანი ალვესი "პუმასში" ითამაშებს. მან მექსიკურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ წელს გამპერის თასზე "ბარსას" მეტოქე სწორედ "პუმასია", რაც ნიშნავს, რომ, დიდი ალბათობით, ბრაზილიელ ლეგენდას 7 აგვისტოს, "სპოტიფაი კამპ ნოუზე" კატალონიური გრანდის წინააღმდეგ ვიხილავთ.

39 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი "ბარსელონაში" გაატარა, მაგრამ შემდეგ კლუბმა მას კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა და თავისუფალი აგენტი გახდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 ივლისი 2022 21:58
    1
    მოკლედ ყველაფერს აკეთებს რო ბარსელონაში ხშირად ჩამოვიდეს. ამას ნამდვილად ეკუთვნის ერთი ადგილი ადმინისტრაციაში, რამე ხასიათის გამოკეთების განყოფილებაში.
    მწერალი [?]
    #2 23 ივლისი 2022 21:06
    2
    ციტატა: C.PC5
    ეს მომგონი ისტორიულ შედეგს დააფიქსირებს, სხვას ვინმეს ორი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობიდან უთამაშია ბარსას წინააღმდეგ? ბარსას ყოფილი ფეხბურთელებიდან ვგულისხმობ🙄

    ფაბრეგასი, იბრაჰიმოვიჩი, ნოლიტო, დენის სუარესი, დავიდ ვილია, ალეიშ ვიდალი, პაკო ალკასერი, კოუტინიო... უცებ ვინც გამახსენდნენ, თორემ კიდევ ბევრი იქნება.
    --------------------
    🔵🔴
    Culé [?]
    #1 23 ივლისი 2022 20:49
    0
    ეს მომგონი ისტორიულ შედეგს დააფიქსირებს, სხვას ვინმეს ორი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობიდან უთამაშია ბარსას წინააღმდეგ? ბარსას ყოფილი ფეხბურთელებიდან ვგულისხმობ🙄
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"