ნიკო: რეალის კარში ლევანდოვსკის 4 გოლი ძალიან აღვნიშნე

ნიკო: რეალის კარში ლევანდოვსკის 4 გოლი ძალიან აღვნიშნე

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველი ნიკო გონსალესი კატალონიური გუნდის საზაფხულო შენაძენებს აფასებს და აცხადებს, რომ "ბარსასგან" ახალ სეზონში ტიტულებს ელის.

ვერავინ უარყოფს, რომ გუნდი ძალიან ძლიერდება და უმჯობესდება. ახალწვეულების წყალობით წინ დიდი ნახტომი გავაკეთეთ და დარწმუნებული ვარ, ეს ტიტულებში გარდაისახება და წინაზე უკეთესი სეზონი გვექნება.

20 წლის ფეხბურთელმა გუნდის მთავარი შენაძენი რობერტ ლევანდოვსკი გამოყო.

მისი ბევრი გოლი მაქვს ნანახი. მაგალითად მახსოვს მისი 4 გოლი "რეალის" კარში, რაც ძალიან აღვნიშნე. მასთან ერთად თამაში შესანიშნავი იქნება.

- ციტირებს ნიკოს სიტყვებს Sport.

როდესაც რობერტ ლევანდოვსკიმ "რეალს" ერთ თამაშში 4 გოლი გაუტანა, ნიკო 11 წლის იყო და ჯერ "ბარსელონაში" არც კი ირიცხებოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 ივლისი 2022 15:40
    2
    იმედია ეს ბიჭი არ დაიჩაგრება, საყრდენად აშკარად ძალიან კარგია და შანსი კიდე უნდა მიეცეს, რატო უნდა ვყაროთ ფული ბუსკეცის შემცვლელში როცა აგერ გვყავს ნიჭიერი ბიჭი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 22 ივლისი 2022 15:00
    3
    ხოდა დაეხმარეთ ეხლა, მთავარია საჯარიმოში მიაწოდოთ არ გამაზავს. 4-ჯერ თუ მიწვდით 4-საც გაიტანს. არ შეგეშინდეთ ფერან ტორესი კი არ არის.