ოფიციალურად: ბარსელონამ მე-2 ეკონომიკური ბერკეტი გაააქტიურა

ოფიციალურად: ბარსელონამ მე-2 ეკონომიკური ბერკეტი გაააქტიურა

ინფორმაცია, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა, რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა. "ბარსელონამ" ლა ლიგის სატელევიზიო უფლებების 15% საინვესტიციო კომპანია Sixth Street-ს 25 წლით მიჰყიდა.

გარიგების ფინანსური დეტალები ოფიციალურ დონეზე არ ხმაურდება. ჟოან ლაპორტა აცხადებს, რომ ამ გარიგებით "ბარსელონას" ფინანსური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

რამდენიმე კვირის წინ Sixth Street-მა შეიძინა "ბარსას" ლა ლიგის სატელევიზიო უფლებების 10 პროცენტიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 25 წლის განმავლობაში ამ კომპანიას "ბლაუგრნას" ლა ლიგის სატელევიზიო უფლებების 25% ექნება.

მე-2 ეკონომიკური ბერკეტის ფინანსურ დეტალებზე არაოფიციალური ინფორმაციის ნახვა ამ გვერდზე შეგიძლიათ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 22 ივლისი 2022 15:11
    0
    ეს ფული კარგ დროს მოგვესწრო, ეგება მაინც მოახერხონ კუნდეს მოყვანა.
    გულშემატკივარი [?]
    #3 22 ივლისი 2022 12:16
    2
    ისე არიქნება მარტივი გასაშვები ხალხის გუნდიდან წასვლა… დე იონგი ძაან ჯიუტობს, დეპაისაც დარჩენა უნდაო, უმტიტის არავინ ყიდულობს, ბრაიტას და დანარჩენებს ხან ვის სთავაზობენ ხან ვის მაგრამ არა იმენა სკამის ხეხვა და ფულის აღება ურჩევნიათ რავი…. რავი, იმედია წავა ეს ხალხი თავის გზაზე რა თავის ულიმიტო რიკი პუჩიანად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 ივლისი 2022 11:49
    2
    მალე კუნდეც და ეგაა წყნარსდ ვარ.ასპიც მოვა და დაიწყოს უკვე ხალხის გაყრა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #1 22 ივლისი 2022 11:36
    5
    ჩემი აზრით, კუნდეს ჩელსი რომ ნდომოდა უკვე კაი ხნის გადასულიც იქნებოდა, არა 2 ან 3 დღის არამედ რამდენიმე კვირისაც, თან ამ ყველაფერს ისიც უწყობს ხელს რომ ხელფასს 2ჯერ მეტს სთავასობენ და სევილიასთანაც უკეთესად აწარმოებენ მოლაპარაკებებს რადგან ფულში არ უჭირთ.
    მარა ფაქტია დასკვნით ეტაპზე მისულზეც კი კუნდე ბარსას მითითებებს ასრულებს და ვაბშე კიდია ჩელსი. ასე რომ მგონია ეს ბიჭი დღეს თუ ვერა უახლოეს დღეებში ჩვენი გახდება, ნუ შეიძლება დღესაც კი, ალემანი მაგარი სწრაფია.