ალვესმა, შესაძლოა, გამპერის თასზე ბარსელონას წინააღმდეგ ითამაშოს

დანი ალვესი, შესაძლოა, "ბარსელონაში" სხვა გუნდის მაისურით კიდევ ერთხელ დაბრუნდეს და გამპერის თასზე ითამაშოს.
7 აგვისტოს "ბარსელონა" გამპერის თასზე "პუმასს" უმასპინძლებს და საკმაოდ დიდი შანსია, მექსიკური გუნდის მაისურით მოედანზე ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი ვიხილოთ.
Sport-ის ცნობით დანი ალვესი ბოლო დღეებში აქტიურად მიგვანიშნებს, რომ ის მექსიკაში გადასვლასთან ახლოსაა, ESPN კი იტყობინება, რომ 39 წლის ლეგენდარული მარჯვენა მცველი "პუმასთან" აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
"ბარსელონური" კარიერის შემდეგ ალვესი "კამპ ნოუზე" სხვა გუნდის მაისურით ერთხელ ვიხილეთ - 2017 წლის აპრილში "იუვენტუსის" შემადგენლობაში, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე გამართული დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]