რაფინიას ტრანსფერის ახალი ფინანსური დეტალები

რაფინიას ტრანსფერის ახალი ფინანსური დეტალები

რაფინიას "ბარსელონაში" ტრანსფერი ფინანსურად იმაზე მეტად წარმატებულია, ვიდრე აქამდე გვეგონა. ინფორმაციას Marca ავრცელებს.

აქამდე ვიცოდით, რომ "ბარსელონა" "ლიდს იუნაიტედის" ფიქსირებულ თანხას გადაუხდიდა, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით 55-დან 58 მილიონ ევრომდე მერყეობდა. ბონუსებად კი 7 მილიონი ევრო იყო გათვალისწინებული.

ესპანური გამოცემის ცნობით ბონუსები უფრო მეტია, მაგრამ ფიქსირებული თანხა გაცილებით ნაკლები. საუბარია იმაზე, რომ "ლიდსი" გარანტირებულად მხოლოდ 48 მილიონ ევროს მიიღებს, ბონუსებად კი 12 მილიონი ევროა გათვალისწინებული, მაგრამ "ბარსას" ამ ბონუსების გადახდა ნამდვილად აწყობს.

საქმე ისაა, რომ ბონუსების უდიდეს ნაწილს კატალონიური კლუბი იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ რაფინია "ბარსასთან" ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

"ბარსელონამ" ამ პირობებს მიაღწია მაშინ, როდესაც "ჩელსი" რაფინიაში დაახლოებით 70 მილიონ ევროს იხდიდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 21 ივლისი 2022 20:01
    1
    nika 54,
    ციტატა: nika 54
    ციტატა: EL MAESTRO 6
    ნეტა მოვიგოთ ლიგა და 12 მილიონის დედაც ვატირე🤣

    დამასწარი, ზუსტად ეგ უნდა დამეწერა. barca-5

    5-ჯერ მოვიგოთ ზედიზედ და 60 ლიმონსაც რა უჭირს:)
    ფანი [?]
    #3 21 ივლისი 2022 17:42
    0
    რაფინიაში 70 რატო უნდა გადაიხადო :დ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 ივლისი 2022 16:38
    0
    ციტატა: EL MAESTRO 6
    ნეტა მოვიგოთ ლიგა და 12 მილიონის დედაც ვატირე🤣

    დამასწარი, ზუსტად ეგ უნდა დამეწერა. barca-5
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 ივლისი 2022 13:37
    3
    ნეტა მოვიგოთ ლიგა და 12 მილიონის დედაც ვატირე🤣