ანდრეას კრისტენსენი: ხვალ ჩემი კარიერის ახალი ეტაპი იწყება

ანდრეას კრისტენსენი: ხვალ ჩემი კარიერის ახალი ეტაპი იწყება

"ინტერ მაიამისთან" გასამართი მატჩის წინ, "ბარსელონას" ახალწვეული, ანდრეას კრისტენსენი პრესკონფერენციას მართავს:

ხვალ ჩემი კარიერის ახალი ეტაპი იწყება. აღფრთოვანებული ვარ. "ბარსა" გაძლიერდა და ეს სეზონის დაწყების საუკეთესო გზაა.

გუნდში თავი ყველამ ძალიან კომფორტულად მაგრძნობინა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესში ვარ, ეს კვირა სასიამოვნო იყო. ბევრი რამ ვისწავლე და ახლა, დროა, დინამიკას მოვერგო. 

ლევანდოვსკის გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც ძალიან გვჭირდებოდა. 

დღეს ჩვენი ვარჯიშის სანახავად 10 000 ადამიანი მოვიდა. აშშ-ში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და ყოველთვის ვისიამოვნე.

კრისტიან პულიშიჩმა მითხრა, რომ ამერიკაში ფეხბურთი ვითარდება. ეს შესანიშნავია.

აქ იმაზე მეტად ცხელა, ვიდრე ველოდი. ტენიანობა ძალიან განსხვავებულია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 19 ივლისი 2022 22:15
    0
    ამან კუნდე თუ არ წამოიცვას კატლეტის ჩექივით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 19 ივლისი 2022 19:54
    0
    წარმატებები ბარსას მაისურით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 19 ივლისი 2022 14:10
    0
    პირველივე თამაში და მწვრთნელის გარეშე? იმედია თამაშზე არ იმოქმედებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 19 ივლისი 2022 13:47
    0
    კუნდე თუ მოვიდა და 2 ცენტრალურ მცველზე დავრჩით ეს სათადარიგოზე გადავა უეჭველი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #3 19 ივლისი 2022 13:03
    0
    წარმატებები კრის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 ივლისი 2022 11:07
    0
    როტაციაში კარგი იქნება კრისტენსენი, ან შეიძლება 3 მცველიანზეც გადავეწყოთ
    ფანი [?]
    #1 19 ივლისი 2022 02:52
    1
    ჩემი აზრით ყველაზე სუსტი ტრანსფერია. ესპანეთის თასის კაცია ეს მაკსიმუმ. ბევრჯერ მყავს ნანახი ამის თამაში, სანდო ნამდვილად არააა. ლანგლეს ტიპაჟია. იმედია ვცდები და კარგ თამაშს გვაჩვენებს. ყოველ შემთხვევაში წარმატებებს გისურვებ ანდრეას