ბარსელონას სურს, ლევანდოვსკიმ 9-ნომრიანი მაისური მოირგოს

ბარსელონას სურს, ლევანდოვსკიმ 9-ნომრიანი მაისური მოირგოს

დღეს რობერტ ლევანდოვსკი "ბარსელონას" ეკიპირებით პირველად ვიხილეთ, მაგრამ ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმაში სანახავად მოცდა საღამომდე მოგვიწევს.

Sport-ის ინფორმაციით, როგორც სპორტული, ისე კომერციული თვალსაზრისით, "ბარსელონას" სურს, პოლონელმა ვარსკვლავმა 9-ნომრიანი მაისური მოირგოს.

ეს ნომერი ამჟამად მემფის დეპაის უკავია. თუ ნიდერლანდელი გუნდს დატოვებს, 9-ნომრიან მაისურს, ავტომატურად, ლევანდოვსკი მიიღებს, თუმცა, თუ ასე არ მოხდა, შესაძლოა, კლუბმა მემფისს ნომრის დათმობა სთხოვოს. ნებისმერ შემთხვევაში, ყველაფერი თავად დეპაიზე იქნება დამოკიდებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 18 ივლისი 2022 21:31
    0
    დეპაი უნდა წავიდეს წესით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 18 ივლისი 2022 18:01
    1
    ხოდა დეპაი ისედაც უნდა გავყიდოთ და მოირგებს ეს კაცი 9 ნომერს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 ივლისი 2022 16:35
    6
    გახადეთ კაცო დეპაის და ჩააცვით ლევანას.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 ივლისი 2022 16:33
    7
    თუ დეპაი დარჩა, უხერხული იქნება ნომრის წართმევა. ეს თვითონ რობერტმა უნდა განაცხადოს, როგორც დიდ ფეხბურთელებს ეკადრებათ. აი ლეომ პსჟ-ში ნეიმარის შეთავაზებულ 10 ნომერზე უარი ღირსეულად უთხრა. მიუხედავად იმისა რო ნეიმარიც ალალი იყო ამ შეთავაზებაში. სიტიში ჰოლანდმა მაშინვე არ აიღო ნომერი ჟეზუსის წასვლას დაელოდა რო 9-იანი მიეღო. მოკლედ ჩემი აზრით მთავარი ადამიანობაა და ნომერი ვერაფერს უშველის ფეხბურთელს უფრო კარგი თამაშის ჩვენებაში.
    იმედია დეპაი წავა და 9-იანს დაუტოვებს ან იქნება დარჩეს კიდეც და სწორედ მარკეტინგული მიზნებიდან გამომდინარე მართლაც გადასცეს თავისი ნომერი.