ადამიანი, რომელიც ყოველთვის იგებს - რა თვისებებით გამოირჩევა მატეუ ალემანი?

მატეუ ალემანი "ბარსელონას" დირექტორად 2021 წლის 26 მარტს დაინიშნა. ის გუნდში ჟოან ლაპორტასთან ერთად მოვიდა და ამ დროის განმავლობაში ქომაგებს თავი ძალიან შეაყვარა.
ალემანიმ ამ მოკლე ხანში ტრანსფერებით ყველას გაკვირვება მოახერხა, მათ შორის გამორჩეული იყო ფერან ტორესის, პიერ-ემერიკ ობამეიანგისა და ახლა უკვე რაფინიასა და უსმან დემბელეს შემთხვევები.
ფერანის კონტრაქტში ისეთი ბონუსებია გათვალისწინებული, რომ, თუ "ბარსას" "მანჩესტერ სიტისთვის" ამ ფულის გადახდა მოუხდება, გამოვა, რომ აღნიშნული ტრანსფერი ძალიან წარმატებული გამოდგა. ობამეიანგი კი კლუბმა სულაც უფასოდ დაიმატა, თან ისე, რომ გაბონელს "არსენალთან" ხელშეკრულება აკავშირებდა.
რაფინიას შემთხვევაზე ყველამ კარგად იცით - "ჩელსის" "ლიდს იუნაიტედთან" ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდა და ბევრად დიდ თანხას იხდიდა, ვიდრე "ბლაუგრანა", მაგრამ მატეუმ (დეკუსა და ფეხბურთელის დახმარებით) საქმე შემოატრიალა და დღეს რაფინია "ლურჯ-ბროწეულისფერია".
რაც შეეხება დემბელეს - მან დეკემბერში კლუბის შეთავაზება დაიწუნა, ახლა კი კონტრაქტს იმაზე ცუდი პირობებით აფორმებს, ვიდრე მაშინ სთავაზობდნენ, თანაც, ფეხბურთელის აგენტი, მუსა სიკოკო, რომელიც ამ საკითხზე ყველაზე მეტს წუწუნებდა, საკომისიოს საერთოდ არ მიიღებს.
და მაინც, როგორი თვისებები აქვს ალემანის?
Relevo მასზე რამდენიმე ადამიანის კომენტარს გვთავაზობს:
ერთ-ერთი საფეხბურთო აგენტი ამბობს:
თუ მოსალოდნელია, რომ შეხვედრა 15 წუთით გაგრძელდება, მისთვის სჯობს, ის 10 წუთში დასრულდეს, რადგან მატეუ საქმეს პირდაპირ ეხება და სტრატეგია პირველივე დღიდან შედგენილი აქვს. არანაირი იმპროვიზაცია - ის სცენარს თავიდანვე შიფრავს.
ყოფილი ფეხბურთელი იხსენებს:
მისი იარაღი - მოთმინების უნარია. მატეუმ იცის, როგორ გაუმკლავდეს სიტუაციებს. ის ტემპს აკონტროლებს.
მან ბევრად ნაკლები შემოგვთავაზა, ვიდრე ველოდით. მატეუს ვუთხარით: "კიდევ ერთი წელი დაამატე." საბოლოოდ, მას ნახევარი დღე დასჭირდა, რომ ეს შეთავაზება მიეღო. ალემანის შეუძლია, დაგანახოთ, რომ მოიგეთ, მაგრამ, სინამდვილეში, თავად იმარჯვებს.
თუ ის მზადაა, 10 მილიონი გადაიხადოს, საუბარს 1.5 მილიონით იწყებს და მიზანსაც აღწევს, რადგან მის გარდა ყველა იღლება.
თუ ალემანი ფასს ზრდის, ეს იმიტომ ხდება, რომ თავიდანვე ასეთი განზრახვა ჰქონდა.
მატეუს ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ის კონტრაქტში არაფიქსირებული თანხების (ცვლადების, ბონუსების) შეტანის დიდი მოყვარულია. ალემანი, "ბარსას" ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ასეთი ტრანსფერების გაჩარხვას სწორედ ამ გზით ახერხებს.
კატალონიური კლუბის ერთ-ერთი წევრი:
კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი აცხადებს:
ერთ-ერთი აგენტი:
სხვა აგენტი კი ამატებს:
მატეუ ალემანი მომავალში კიდევ უფრო შთამბეჭდავ და მეგა ტრანსფერებს შემოგვთავაზებს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]