ბარსელონას ჟიულ კუნდესთან შეთანხმება აქვს

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, "ბარსელონამ" ჟიულ კუნდესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
ახლა გარიგება კლუბს შორის უნდა შედგეს. წყაროს ცნობით, "ბარსა" და "სევილია" ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვის საკითხს განიხილავენ, ყველაზე ხშირად კი მემფის დეპაი და სერჟინიო დესტი ახსენეს.
ანდალუსიურ კლუბს ორივე მოთამაშე მოსწონს, მაგრამ პრობლემას მათი ანაზღაურება წარმოადგენს.
ადრე გავრცელებული ცნობებით, "ბლაუგრანამ" "სევილიას" ფრანგი მცველის სანაცვლოდ, შესაძლოა, 35-40 მილიონი ევრო და ერთი ფეხბურთელი დაუთმოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]