ფაბრიციო რომანო რაფინიას ბარსელონაში ტრანსფერზე

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო რაფინიას "ბარსელონაში" ტრანსფერზე წერს.
მისი ინფორმაციით, გასულ საღამოს "ბარსამ" ვერბალური წინადადება გააუმჯობესა და "ლიდს იუნაიტედს" 68 მილიონი ევრო შესთავაზა, რომელიც, ბონუსებით, 72 მილიონამდე გაიზრდება. ინგლისური კლუბი მზადაა, ეს შეთავაზება მიიღოს, როცა "ბლაუგრანა" მათ ოფიციალურად მიმართავს.
რომანოს თქმით, უკვე "ჩელსიც" დარწმუნებულია, რომ ბრაზილიელი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში გადაბარგდება, თავად ფეხბურთელი კი ბედნიერია, რომ ოცნების ახდენა შეძლო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]