ტრინკაუს სპორტინგში ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება - დეტალები ცნობილია

მატეო მორეტოს ინფორმაციით, "ბარსელონა" ფრანსიშკუ ტრინკაუს ლისაბონის "სპორტინგში" გაყიდის.
ფეხბურთელი მშობლიურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტის გააფორმებს. პორტუგალიელები ტრინკაუს სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს (3 მილიონს ახლავე, დანარჩენს 7 მილიონს კი 2022-23 წლების სეზონის ბოლოს) გადაიხდიან, "ბარსა" კი მისი უფლებების 50%-ს შეინარჩუნებს.
სურვილის შემთხვევაში, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ფრანსიშკუს გამოსყიდვას შემდეგნაირად შეძლებენ:
- პირველი სეზონის შემდეგ - 15 მილიონი;
- მეორე სეზონის შემდეგ - 17.5 მილიონი;
- მესამე სეზონის შემდეგ - 20 მილიონი.
22 წლის შემტევი უკვე ლისაბონშია. ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]