ფრანკ კესიემ და ანდრეას კრისტენსენმა ბარსელონას მუზეუმი მოინახულეს

ფრანკ კესიემ და ანდრეას კრისტენსენმა ბარსელონას მუზეუმი მოინახულეს

"ბარსელონასა" ახალწვეულებმა, ფრანკ კესიემ და ანდრეას კრისტენსენმა კატალონიური კლუბის მუზეუმი მოინახულეს.

დანიელი მცველი და კოტ დ'ივუარელი ნახევარმცველი "ბარსას" მუზეუმს პარასკევს დილით ეწვივნენ. შემდეგ მათ "სპოტიფაი კამპ ნოუზე" კლუბის ოფიციალური მაღაზიაც მოინახულეს და საბოლოოდ თავიანთ ახალ კლუბზე მეტი ინფორმაცია მიიღეს.

ახალწვეულთა წყვილი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო "ბარსელონას" მიერ მოგებული ტიტულებით. იმედია, ამ ტიტულების რაოდენობას ისინი უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაზრდიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 11 ივლისი 2022 16:01
    2
    კესი როგორ უყურებს ლეოს შარშან მოგებულ ოქროს ბურთს, ეტყობა ფიქრობს როდის მოიგებს თვითონ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 11 ივლისი 2022 06:52
    0
    წესით კესიე მალევე უნდა მოერგოს გუნდს, დიდი მოლოდინები მასზე არც ყოფილა და მგონია, რომ საბოლოოდ ძალიან წარმატებულ ტრანსფერს მივიღებთ მისგან
    ფანი [?]
    #4 11 ივლისი 2022 00:03
    1
    ციტატა: Barca for life
    ისე რა მაინტერესებს, რაფინიას ნაცვლად ენტონიზე რატომ არ ჩალიჩობენ, გაცილებით ჰაიკლასია და თან 75 ღირს, სადაც რაფინიაში 55+ბონუსებს იხდიან იქ დაუმატე ცოტა და ენტონი იყიდე, ან კიდე ამ კუნდეს რომ გადავაკვდით მარტინესზე გვეჩალიჩა პარალელურად, ეგეც იგივე ფასი ღირს და არაფრით ჩამოუვარდება კუნდეს, კუნდეს ნაკლად ის მიმაჩნია რომ ფრანგია ხოლო არგენტინელები რახანია ამართლებენ.
    თან კუნდეთი ჩელსი ინტერესდება, მოთამაშეც აღარ იცდის და სათადარიგო ვარიანტზე რატო არ ჩალიჩობენ, იქეთ კულიბალის ბარსაში უნდაო მარა კულიბალის პრობლემა ასაკია.
    მე მაინც ამ 3დან მარტინესს ვანიჭებ უპირატესობას რადგან კარგი ეროვნებაც აქვს კარგი ასაკიც თან აიაქსის გაზრდილია ტექნიკური და ზოგადად მაღალი კლასის მცველია, პლუს აიაქსთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს.
    თქვენ რას ფიქრობთ?
    პ.ს. კუნდეს ფულბექადაც გამოვიყენებთ, მაგრამ ცენტრში ვიღა უნდა დავაყენოთ ამიტო ნაკლებად მგონია რო ფულბექად ითამაშებს, ალბათ მაქს 5 თამაში თუკი ვინმე დაიმტვრა.
    რაფინია ცუდი ფეხბურთელი არ არის , რეალურად დემბელეს ჯობია , თუმცა გეთანხმებიი , ენტონიიი ძალიან მაგარია , ყველაფერთან ერთად ჭკვიანია და ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი აღელვების გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს . ნუ მარტინესი მართლაც კარგი ფეხბურთელია , თუმცა კუნდესაც არაფერი დაეწუნება . ვნახოთ , მალე გაირკვევა ყველაფერი .
    გულშემატკივარი [?]
    #3 10 ივლისი 2022 22:16
    0
    El pistolero 9,
    არა კესი 19 იქნება
    Culé [?]
    #2 10 ივლისი 2022 21:52
    1
    მთავარია მოედანზე საქმე გააკეთონ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 ივლისი 2022 20:34
    0
    მე ნომრები მაინტერესებს ამათი. ალბათ კრისტენსენი 15 და კესიე 16 იქნება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.