ლაპორტამ და მენდეშმა ბერნარდუ სილვას ტრანსფერის გეგმა შეადგინეს

ლაპორტამ და მენდეშმა ბერნარდუ სილვას ტრანსფერის გეგმა შეადგინეს

Mundo Deportivo-ს ცნობით, ბოლოს გამართული შეხვედრის დროს ჟოან ლაპორტამ და ჟორჟე მენდეშმა ბერნარდუ სილვას "ბარსელონაში" ტრანსფერი განიხილეს და გეგმაც შეადგინეს.

"მანჩესტერ სიტი" ფეხბურთელში 100 მილიონ ევრომდე ითხოვს, მაგრამ "ბარსა" ამდენის გადახდას არ აპირებს და სურს, შედარებით მცირე თანხა 3 სეზონზე გადაანაწილოს. კლუბისთვის ბერნარდუს ხელფასი პრობლემა არ იქნება და კატალონიურ გრანდში თამაში თავად მასაც უნდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ფრენკი დე იონგი არ გაიყიდება და მეორე ბერკეტი არ გააქტიურდება, "ლურჯ-ბროწეულისფერები" პორტუგალიელის შეძენას არ შეეცდებიან და, სანამ ეს საკითხი გადაწყდება, "სიტის" მფლობელებს არც მენდეში შეხვდება.

თუ დე იონგი "მანჩესტერ იუნაიტედში" ან "ჩელსიში" წავა, "ბარსელონა" ბერნარდუს ტრანსფერზე აუცილებლად იმუშავებს. 4 ივლისს გამართულ შეხვედრაზე ლაპორტამ და მენდეშმა აღნიშნული ოპერაციისთვის ფინანსური გეგმა შეადგინეს. ამ უკანასკნელს თავისი კლიენტის "ბარსაში" გადმოყვანა გადაწყვეტილი აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #8 10 ივლისი 2022 20:58
    0
    ციტატა: rivaldo80
    სილვა კარგი ფეხბურთელია მაგრამ 100 მილიონო ზღაპარიაა არ ღირს მაგდენი.

    60ამდე იხდუან რაფინიაში და როგორ ფიქრობ სილვა არ ღირს 100? სილვა როგორც ფეხბურთელი 5 რაფინიას მირჩევნია, გავკარი დეიონგის ქალიშვილობას, გაყიდონ დროზე, საყრდენზე ეგ არ ვარგა, 65 მლ იხდის უნაიტედი და გაატანონ. სილვა დახატავს ბარსას და ცოტას გამოაცოცხლებს თუ რა თქმა უნდა გაამართლებს და კოუსავით არ ჩაისვრის
    Culé [?]
    #7 10 ივლისი 2022 20:50
    2
    სილვა კარგი ფეხბურთელია მაგრამ 100 მილიონო ზღაპარიაა არ ღირს მაგდენი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 10 ივლისი 2022 18:44
    1
    ციტატა: EL MAESTRO 6
    ბერნანდომდე პრიორიტეტი უნდა იყოს კუნდე და ლევანა პირველ რიგში, კი ძაან მაგარია ბერნანდო მაგრამ ამას რომ მოვიყვანთ სჭირდება 100% ძირითადი, გამოდის რომ 90 მილიონს ვიხდით და გავის და ტორეს უთამაშებლობისგან გავაფუჭებთ, ეს როტაციაზე არ დათანზმდება და იმ ბავშვებმა რეგულარულად თუ არ ითამაშეს შეგვრჩება პუჩისნაირი ინდაური ხელში,ასე რომ სხვა პოზიციები უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს და ისეთ ნახევარმცველს თუ მოიყვანენ ვინც როტაციაზე უარს არ იტყვის, მაგალითად სოლერი რომელიც ძაან შედეგიანი ნახევარმცველია, ბერნანდო კი მევასება მაგრამ ამ კრიზისში როცა 3 მცველი ერთი ვინგერი და ფორვავრდი აუცილებლად გვჭირდება არამგონია მაგაში გადასახდელი 90 მილიონი გვქონდეს

    ფრენკი კი გასაშვებია, მესი გავუშვით იმის გამო რომ მაღალი ხელფასიდან გამომდინარე ვერ შევინარჩუნებდით და ამ მოსიარულე ჯაცს რომელსაც 3 წელია არაფერი გაუკეთებია 40 მილიონი რატო უნდა ვუხადოთ? თან შემცირებაზეც უარს ამბობს და გასაგებია რატოც უნდა დარჩენა, აიღებს იმდენ ფულს რამდენსაც არცერთი კლუბი გადაუხდის, ეგ რომ მართლა კულე იყოს შეიმცირებდა ხელფასს მაგრამ ეგეც ფულის მონაა როგორც უმრავლესობა

    100% თუ ფრენკი ხელფასს არ შეიმცირებს მარტო მაგისთვის იქნება გასაშვები. ამას ეტყობა ყველაზე მაღალხელფასიანი ფეხბურთელობა უნდა. ალბათ შვილიშვილებს მოუყვება ბარსელონაში საუკეთესო ვიყავი და ხელფასიც უმაღლესი მქონდაო.
    ფანი [?]
    #5 10 ივლისი 2022 17:32
    1
    ძალიან კარგია სილვა და მისი ნახვა ბარსაში გამიხარდება, მგრამ ძალან ბევრი ვალები გროვდბა ისევ. ყველას ვისი ყიდვაც გვინდა, გადხდის გადავადებით გვინდა. პლუს ამხელა ძველი ვალები, რომლებც მხოლოდ გაიზარდა და საგრძნობლად. მთელი მოფლიო ხედავს ამას და ამოტომაც ნდობა დაკარგული აქვს კლუბს. ტრანსფერები კი გვინდა, მაგრამ მთავარია ვალებმა არ შეგვჭამოს. რაღაც ძალიან გაბედულად იღებენ ამ ვალებს და იმედი ვიქონიოთ, რომ გადახდის იმედი აქვთ და ისევ ისე არ გამოვა - ლაპორტა დარწმუნებულია.....
    Culé [?]
    #4 10 ივლისი 2022 17:07
    1
    კლასნია ბერნარდუ თუმცა გუნდში ძაან ბევრი ფეხბურთელი გროვდება რობერტოც დაიტოვეს და ახალგაზრდებს დრო შეუმცირდებათ თუმცა ტიტულები თუ გვინდა აუცილებელი ტრანსფერია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 ივლისი 2022 15:59
    3
    პირველ რიგში ლევანა და კუნდე მოიყვანონ.ბერნარდოზე მერე იმუშაონ.დე იონგი თუ წავა და ბერნარდო მოვიდა,მაშინ ნიკო უნდა გააიჯარონ,ან ტორე.პედრი და ბერნარდო რა იქნებაა იფფფ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #2 10 ივლისი 2022 15:36
    1
    პედრი,ბერნანდუ, არტურო ეს ნახევარდაცვა და პლუს ბუსი და კესი ოხ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 ივლისი 2022 15:05