რენს უმტიტი აღარ სურს | MD და Sport ბარსაზე

რენს უმტიტი აღარ სურს | MD და Sport ბარსაზე

კატალონიური გამოცემები Mundo Deportivo და Sport "ბარსელონაზე" წერენ.

უმტიტი | "რენი" "ბარსასთან" მოლაპარაკებების შეწყვეტას გეგმავს. ფრანგულ კლუბს სამუელში ეჭვი ეპარება და "ბენფიკადან" მორატოს შეძენა სურს. კატალონიური გრანდისთვის მისი გაშვება რთული იქნება, რადგან მსურველი გუნდები უმტიტის ფიზიკურ მზადყოფნაში დარწმუნებულნი არ არიან და ტრანსფერამდე, ფეხბურთელის შემოწმებას ითხოვენ.

ნეტუ | ბრაზილიელი მეკარით ვიგოს "სელტა" ინტერესდება, მაგრამ მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ "ბლაუგრანა" ნეტუს უფასოდ გაუშვებს, რადგან ფეხბურთელის ხელფასი საკმაოდ მაღალია.

დეპაი | რაფინიასა და დემბელეს პოტენციური დამატება მემფისი წასვლას ხელს უწყობს. ჩავი ერნანდესი ნიდერლანდელს ძალიან აფასებს, მაგრამ, ამ ტრანსფერების განხორციელების შემთხვევაში, მისი სათამაშო დრო შემცირდება.

ამასთან, Jijantes FC-ის ინფორმაციით, დღეს, შესაძლოა, "ბარსელონამ" ერთი ფეხბურთელის მოსვლა და ერთის წასვლა დაადასტუროს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 10 ივლისი 2022 19:37
    0
    არ ილევა პრობლემები და ყოჩაღ ლაპორტას რო თავი არ უსკდება ამდენი "სიახლეებისგან"
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 9 ივლისი 2022 22:52
    0
    როგორ არ უნდა არავის. შეამოწმონ იქნებადა არი ჯანზე. ისე სხვის ადგილზე ასეთს არც მე ვიყიდდი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #7 9 ივლისი 2022 22:43
    1
    ციტატა: EL MAESTRO 6
    რაც არ უნდა დაბალ ფასში გავყიდოთ უმტიტი მაინც შვებაა,
    გასაშვებია: უმტიტი, მინგეზა, ბრაითვეითი, დეპაი, ნეტო, დე იონგი, პუჩი, პიანიჩი, ტრინკაო. მოკლედ სამუშაო ბევრია რა

    დე იონგის გარდა ყველაში გეთანხმები. რას გადაეკიდეთ ამ დე იონგს ვინ გყავთ ამაზე უკეთესი კლუბში მის პოზიციაზე?
    ფანი [?]
    #6 9 ივლისი 2022 22:34
    0
    აბა გამოდის რომ 2026 თ 2027 წლამდე (არ მახსოვს როდემდე აქვს კონტრაქტი) უმტიტი მძორად უნდა გვყავდეს და უზარმაზარი ფული უნდა უხადოთ? მესმის რომ ერთად დიდი თანხის გადახდას, ჯობია ნაწილ გადახდა, მაგრამ ნუთუ ესპანეთის კანონები არ ითვალისწინებს თანამშრომლის გაშვებას, თუ კლუბს არ ადგია და ზარალიც მოაქვს. ნამდვილად დათვლილი აქვთ ყველაფერი და მოშოტების იმედი აქვთ. ნეტუ-კარგი წავიდეს და პენია გახდეს მეორე მეკარე, მაგრამ მესამეც ხომ აუცილებელია და ვინ იქნება ეს? პრინციპში ნეტუ სრც თუ ისე ცუდი მეკარეა და ახალ ეგეთივე კადრში ფულის დახარჯვა ნამდვილად არ ღირს. ხელფასის შემცირება იქნებოდა კარგი, მაგრამ არავის არ უნდა და ესენიც ვერ ერევიან. დეპაი- მის გაშვებაზე ლაპარკი ადრეა. ჯერ მოიყვანონ ვინმე და მერე ვილაპარაკოთ. როტაციაზე გამოდგება
    Culé [?]
    #5 9 ივლისი 2022 19:50
    0
    ლენგლეს უფრო ადვილად რომ მოვიშორებდით ვიდრე უმტოს დარწმუნებული ვიყავი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #4 9 ივლისი 2022 17:54
    1
    იმხელა ხელფასი აქვს არავინ გადაუხდის და რა ენაღვლება კომფორტულადაა მოწყობილი არაფერის კეთება არ უწევს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 9 ივლისი 2022 17:21
    2
    ვერ მოვიშორეთ ეს შავი ჭირი რა...
    Culé [?]
    #2 9 ივლისი 2022 17:17
    1
    უმტიტი აუცილებლად მოსაშორებელია, თუნდაც უფასოდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 ივლისი 2022 16:56
    1
    რაც არ უნდა დაბალ ფასში გავყიდოთ უმტიტი მაინც შვებაა,
    გასაშვებია: უმტიტი, მინგეზა, ბრაითვეითი, დეპაი, ნეტო, დე იონგი, პუჩი, პიანიჩი, ტრინკაო. მოკლედ სამუშაო ბევრია რა